სოკოს პიცა სოკოს პიცა />


  02:58:36     07-02-2014

სოკოს პიცა

a27847.jpg

    200 გრ. ხაჭო
    4 ს/კ რძე
    100 მლ ზეითუნის ზეთი
    500 გრ. ფქვილი
    2 ჩ/კ საფუარი
    250 გრ. ქამა სოკო
    1 ს/კ ლიმონის წვენი
    250 გრ. ლორი
    200 გრ. სულგუნი
    350 გრ. გახეხილი პამიდორი
    ხმელი რეჰანი
    4 ცალი კვერცხი
    დაკეპილი ქინძი
    კამა
    შავი პილპილი
    მარილი

~ მომზადების წესი ~

1) ათქვიფეთ ხაჭო, რძე, მარილი და ზეითუნის ზეთი, შეაზილეთ ფქვილი და საფუარი. მიღებული ცომი 30 წუთით შედგით მაცივარში.

2) გასუფთავებულ, დაჭრილ სოკოს მოაპკურეთ ლიმონის წვენი, მოაფრქვიეთ მარილი და პილპილი. პამიდორი გაფცქვენით და დაკეპეთ. ლორი და სულგუნი კი წვრილად დაჭერით.

3) გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსამდე. ცომი გააბრტყელეთ ცხიმწასმულ განიერ ტაფაზე, დაჩხვლიტეთ, წაუსვით დაჭყლეტილი პამიდორი, გემოვნებით – სანელებლები, მოაყარეთ დაკეპილი ლორი და სულგუნი, რეჰანი, მწვანილი, სოკო და მოასხით კარგად ათქვეფილი კვერცხი. შედგით ღუმელში და გამოაცხვეთ. 0

ავტორი: