ამერიკულ უიკენდ ფესტივალზე, “დაწუნებული” ფილმი ლიდერობს ამერიკულ უიკენდ ფესტივალზე, “დაწუნებული” ფილმი ლიდერობს />


  16:17:20     07-02-2011

ამერიკულ უიკენდ ფესტივალზე, “დაწუნებული” ფილმი ლიდერობს

a3465.jpg

მცირებიუჯეტიანმა თრილერმა "The Roommate" მაყურებლებში დიდი პოპულარობა მოიპოვა. მიუხედავად კინოკრიტიკოსების უარყოფითი რეცენზიებისა, ფილმმა სამ დღეში შემქმნელებს 15,6 მილიონი დოლარი მოუტანა და შაბათ-კვირის რეიტინგებშიც პირველ ადგილზე მოხვდა. უიქენდზე მეორე ადგილზე კიდევ ერთი პრემიერა გავიდა – “Sanctum.” ფილმში მოთხრობილია ერთი სპელეოლოგის ისტორია, პროდიუსერი კი ჯეიმს კემერონია. სამ დღეში ფილმმა, ჩრდილოეთ ამერიკის კინოთეატრებში 9,2 დოლარი გამოიმუშავა. მესამე ადგილზე გავიდა კომედია “No Strings Attached,” მთავარ როლებში ნატალი პორტმანის და ეშტონ კატჩერის მონაწილეობით. მისი მოგებული თანხა, იგივე დროში, 8,4 მილიონ დოლარს შეადგენს. პირველი უიკენდ ფესტივალი, რომელიც აშშ-ში ამერიკული ფეხბურთის ჩემპიონატისას იმართება, არც ისე წარმატებულ დროდ ითვლება აშშ-ის კინოინდუსტრიაში. ამ დროს კინოთეატრების მაყურებელთა რიცხვი მნიშვნელოვნად იკლებს, რადგან ამერიკილების უმრავლესობას ურჩევნია ეს დრო ტელეეკრანებთან გაატაროს, რათა ამერიკის მთავარ სპორტულ მოვლენას მიადევნოს თვალყური.  

0

ავტორი: