ნინოწმინდაში წარსულში ნასამართლევმა პირმა ახალგაზრდა ქალი მოკლა, ეჭვმიტანილი დაკავებულია ნინოწმინდაში წარსულში ნასამართლევმა პირმა ახალგაზრდა ქალი მოკლა, ეჭვმიტანილი დაკავებულია />


  11:26:09     06-02-2014

ნინოწმინდაში წარსულში ნასამართლევმა პირმა ახალგაზრდა ქალი მოკლა, ეჭვმიტანილი დაკავებულია

a27830.jpg

2014 წლის 2 თებერვალს, ღამით, საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდაში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 34 წლის ქალბატონის მკვლელობის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული, წარსულში ორჯერ ნასამართლევი ზურაბ ტ. დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, დაკავებულია კიდევ ერთი პირი მას დანაშაულის დაფარვას ედავებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1988 წელს დაბადებული, წარსულში ორჯერ ნასამართლევი ზურაბ ტ. განზრახ მკვლელობის, ხოლო 1967 წელს დაბადებული, ასევე წარსულში ნასამართლევი ანდრია შ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით აიყვანეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ზურაბ ტ-მ 2014 წლის 2 თებერვალს, ღამით, საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდაში, ანდრია შ-ს საცხოვრებელ სახლში, 1971 წელს დაბადებულ თეონა ც-ს ურთიერთშელაპარაკებისას სხეულის დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თეონა ც. მიყენებული დაზიანებებისგან

რამდენიმე საათში გარდაიცვალა. დანაშაულს შეესწრო ანდრია შ, რომელმაც მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ზურაბ ტ. სოფელ სარფში, ხოლო ანდრია შ. თელავში დააკავეს. ზურაბ ტ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ზურაბ ტ-ს მიმართ განზრახ მკვლელობის, ხოლო ანდრია შ-ს მიმართ დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე და 376-ე მუხლებით).

0

ავტორი: