21:33:20     05-02-2014
ექსკლუზივი - სკანდალური ინტერვიუ შალვა ნათელაშვილთან

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი „პრესა.ჯი“-ს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაციის შესახებ, სამომავლო პოლიტიკურ გეგმებზე და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ცხოვრებაზე ესაუბრა.
ინტერვიუდან შეიტყობთ, ვის თვლის პირველი ლეიბორისტი ყველაზე სუსტ მინისტრად და რა ვერსია აქვს მას ექს-პრემიერ ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით.
„პრესა.ჯი“: რა მიზნები აქვს ივანიშვილსა და მის ახალ ორგანიზაცია "მოქალაქეს", რა არის მისი შექმნის რეალური მიზანი?
შალვა ნათელაშვილი: ამ ორგანიზაციას მიზანი არ გააჩნია. ივანიშვილი არის ქვეყნის მთავრობის მმართველი, განმკარგავი და გადამწყვეტი. ისაა ყველასა და ყველაფრის დამნიშნავი და ამავდოულად, არაფერზე პასუხისმგებელი. მას შემთხვევით არ დაარქვეს "მახრჩობელა", მოსკოვში.
ეს თვისება ღრმად ზის ივანიშვილში, ის ყოველთვის ცდილობს იყოს ჩუმად, მიეპაროს და დაახრჩოს მსხვერპლი. მან ასე შემოიხვია საქართველო ხელზე და ახრჩობს. იმედია არ მივიყვანთ მას იქამდე რომ თავი დავახრჩობინოთ.
ივანიშვილმა ეს ორგანიზაცია ფარად აიფარა. ვითომ იმის დემონტრაციისთვის რომ ის სამოქალაქო სექტორშია და მას არავინ არაფერს ეკითხება მთავრობაში. არადა, ეს ადამიანები ხომ მისი დანიშნულები არიან. ეს არის კრიმინალური ხერხი თავის არ გაშიფვრისა.
- ივანიშვილის აზრით, ციტატა: ბიუჯეტის გარღვევა მოხდა ჯანსაღად... რას გულისხმობდა ყოფილი პრემიერი?
- ივანიშვილს აქ უკვე აღმოხვდა ის, რაც მას ქვეცნობიერში აქვს. ის არის მილიარდელი, სხვანაირი არც იქნება. ის ვერ დააგროვებს მირიარდებს თუ არ ძარცვა, კონკრეტული სფერო, დარგი, ქვეყანა, თუ არ გააძვირა გადასახადები საშუალო ფენისთვის.
თუ არ მოახდინა ვალუტის კურსის ვარდნით საბიუჯეტო სეკვესტრის ამოვსება. სხვანაირად, მას ეს მილიარდები არ ექნება. შემთხვევითი არ არის რომ ეს წელიწადი ყველამ და ყველაფერმა დაამთავრა წაგებით, გარდა ივანიშვილის ბანკისა. განა იმიტომ რომ მან წარმოება განავითარა, არამედ კარგად იღებდა გაჭირვებული მოვალეებისგან ვალს და მევახშეობდა. მხოლოდ ივანიშვილმა შეიძინა დამატებითი კომპანიები.
„თურქიშ ეარლაინის“, „ხალიკ ბანკის“ „იაჰუს“, „გუგლის“ და „ეფლის“ აქციების სახით. ეს არის ჩვეულებრივი მტაცებელი, რომელიც საბანკო მანიპულაციებით ხსნის მილიონებს. ამ ციტატაში კი იმალებოდა შემდეგი: საშუალო ფენამ, ღარიბებმა უნდა გადაიხადონ, ჩვენ კი კარგად უნდა ვიცხოვროთ.
- მიიღებთ თუ არა, თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას და რა შანსები აქვს ნარმანიას?
- ამ ქვეყანაში რომ არსებობდეს დემოკრატიული წესი, ნარმანია ანაკლიის მერადაც ვერ გავა. რაც შეეხება კითხვის პირველ ნაწილს, არჩევნებზე მონაწილეობაზე ვფიქრობ...
- 2013 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოს მოსახლეობისთვის ცხოვრება გაუმჯობესდა თუ გაუარესდა?
- 2013 წლის წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ, საქართველო წელში გადატყდა. მანამდე ჩვენი ქვეყანა იყო მისული წელში გადატეხვამდე. ივანიშვილმა კი ის მთლიანად გადატეხა. ივანიშვილი დღეს სააკაშვილია კუბში...
- ვინ არის ყველაზე სუსტი მინისტრი?
- კომუნისტების პერიოდის ჩათვლით, ასეთი სვავი ფინანსთა მინისტრი, როგორიც არის ნოდარ ხადური, საქართველოს არ ჰყოლია. რომელმაც მარტო ორასი ათასი ლარის ტუალეტის ქაღალდი იყიდა.
- ბატონო შალვა,მიუხედავად ციხის კადრების გავრცელებისა, სასჯელაღსრულების სისტემაში მაინც ფიქსირდება ძალადობის ფაქტები. ვრცელდება ინფორმაცია ე.წ. ობშიაკისა და ავტორიტეტების ინსტიტუტის დაბრუნების შესახებაც, სუბარის სამინისტროს კი უმოქმედობაში ადანაშაულებენ...
- სუბარი ამ წელიწადს დაკავებული იყო ბინების ყიდვით...მან 4 ძვირადღირებული ბინა შეიძინა თბილისში. მანამდე კიდევ ოთხი ჰქონდა. ამიტომ, მას ციხეების პრობლემები ნაკლებად აინტერესებს. სხვათაშრის, ივანიშვილი სააკაშვილის მსგავსად კრიმინალების მხარდაჭერით მოვიდა პოლიტიკაში.
როგორც 2003 წელს, მთელი ქურდული სამყარო მუშაობდა მიხეილ სააკაშვილის გასაყვანად, ასევე მოხდა ივანიშვილთან მიმართებაშიც - მთელი ქურდები, განსაკუთრებით ევროპიდან, მასზე მუშაობდნენ. ეს ხელშეკრულება მათ შორის დაიდო მილანში, ივანიშვილის წარმომადგენელი კი კახი კალაძე იყო.
- კბილაშვილის თქმით, ხმები ჟვანიას საქმის ოპერატიულად გახსნის შესახებ, გადაჭარბებულია. თქვენ როგორ ფიქრობთ, ჟვანიას მოკლეს თუ უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა?
- მე მეცოდება ეს კაცი, მიუხედავად იმისა რომ სულ ვებრძოდი, ვიდრე ცოცხალი იყო. სწორედ მის დანატოვარს ვებრძვი დღესაც. შეაწუხეს მისი სული. რატომ არ უნდათ აღიარონ რომ ჟვანია არავის მოუკლავს, ბინაში გაიგუდა და მერე შეცვალეს შემთხვევის ადგილი. ეგ იყო დარღვევა.
- თქვენი აზრით, რუსეთის აგრესიული პოლიტიკის ფონზე, უნდა წავიდნენ თუ არა, ქართველი სპორტსმენები სოჭის ოლიმპიადაზე, მითუფრო მაშინ, როცა მათ ოქროს მოპოვების შანსი თითქმის არ აქვთ...
- ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ქართული დელეგაციის მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაში დაუშვებელი იყო, როგორც იცით, იქ მიწვეული იქნა თიბილოვი. მიიწვევენ ანქვაბსაც. და როგორია, როცა ქართული დელეგაცია გაივლის და სამთავრობო ლოჟაში ისხდებიან საქართველოს ტერიტორიაზე არსებული თვითმარქვია სახელმწიფოების მეთაურები, თანაც ერთი კი არა, ორი.
მე ვთვი რომ ჯერ კიდევ არ არის გვიან, გამოიწვიან უკან დელეგაცია, ზამთრის ოლიმპიადაში ჩვენ ვარსკვლავებს ნამდვილად არ ვკრეფთ და ნუ გადავაყოლეფთ გედევანიშვილს ქვეყანას.
- ივანიშვილი გუშინ ეკლესიის თემასაც შეეხო და აღნიშნა რომ ზოგჯერ პატრიარქიც ცდება. მან საზოგადოებას მოუწოდა რომ ნუ იქნება მათთვის ეკლესიის თემა ტაბუდადებული...
- ივანიშვილს დაავიწყდა ეთქვა, გინდათ გესაუბროთ ჭეშმარიტ ღმერთზე? (იცინის)... საერთოდ, ეს რაც მოხდა, საპატრიარქოს ბრალია. ისინი აქტიურად უჭერდნენ მხარს ბიძინა ივანიშვილს.
ჩემი თვალით მაქვს ნანახი, მამაოები და დედაოები როგორ გამოდიოდნენ პირველ ოქტომბერს ქუჩაში პლაკატებით. სასულიერო პირები როგორ ულოცავდნენ ერთმანეთს „ქართული ოცნების" გამარჯვებას. ეკლესიამ ბინძურ პოლიტიკაში ჩარევას თავი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაანებოს. ასე ღრმადაც რომ ჩაერიენ, მაგიტომ მიიღეს პასუხი ამ კაცისგან, რომელსაც არც ბერი სწამს და არც ღმერთი.
გუშინ, ივანიშვილმა ფაქტობრივად, რუის-ურბნისის კრება ჩაატარა იმ განსხვავებით, რომ ის დავით აღმაშენებელი არ არის. ეტყობა მას ეს დაავიწყდა. ის ისე არ ჰგავს აღმაშენებელს, როგორც კატა ლომს.
0