სასწრაფოდ: გორის სასტუმროში მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს სასწრაფოდ: გორის სასტუმროში მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს />


  19:20:37     04-02-2014

სასწრაფოდ: გორის სასტუმროში მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს

a27804.jpg

უბედური შემთხვევა გორში. სასტუმრო "ინტურისტის" შენობის ერთ-ერთ ნომერში, 40 წლამდე ასაკის მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვნეს. სასტუმროს დირექტორის, ნუნუ საბანაძის თქმით, თბილისში მცხოვრები შალვა სადაღაშვილი სასტუმროში 4 დღის წინ შესახლდა. 

"4 დღის წინ შემოვიდა ჩვენს სასტუმროში და ნომერი იქირავა. მას თან არავინ ახლდა, აღნიშნული მამაკაცი ნერვიულობდა, რომ თბილისი-გორის გზაზე ავტომანქანა დაუზიანდა, თუმცა, სხვა კონკრეტულ დეტალებზე ჩვენთან არ უსაუბრია. 

გუშინ საღამოს ნომრიდან აღარ გამოსულა. დღეს კი იძულებული გავხდით, სათადარიგო გასაღებით გაგვეღო კარი. მამაკაცი ნომერში ჩამომხრჩვალი ვიპოვეთ", - ამბობს სასტუმრო "ინტურისტის" დირექტორი. 

პოლიცია თვითმკვლელობის ვერსიას ამუშავებს, თუმცა, არ გამოირიცხება სხვა ვერსიებიც. "ამას გამოძიების პროცესი გვაჩვენებს", - ამბობენ სამართალდამცველები.  0

ავტორი: