16:07:18     04-02-2014
აბაშიძემ ივანიშვილის პრესკონფერენციას თვალი არ მიადევნა, კვაჭანტირაძეს არ ეცალა - ხელში ფიალა ეჭირა

"ჩემი ოცნება იყო თავისუფალი საქართველოს თავისუფალი მოქალაქეობა", - ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა თავისი ახალი არასამთავრობო ორგანიზაციის -"მოქალაქის" პრეზენტაცია სასტუმრო "რედისონში".
შეხვედრას არც დღეს ჩაუვლია ჟურნალისტების მიმართ კრიტიკის გარეშე. ყოფილმა პრემიერმა ღიად თქვა, რომ მმართველ გუნდთან შენიშვნები არ აქვს, თუმცა, ზედაპირულად რამდენიმე პოლიტიკურ ფიგურას მაინც შეეხო.
ივანიშვილის თქმით, შეცდომა იყო, როდესაც მოქმედმა პრემიერმა ღარიბაშვილმა ტერმინი „ეკონომიკური ვარდნა“ გამოიყენა. როგორც გაირკვა, ყოფილი პრემიერი დავით უსუფაშვილსაც აკრიტიკებს.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატების არჩევისას აჩქარდა, ხოლო საზოგადოება არ იყო საკმარისად ინფორმირებული, ამ პროცესის შესახებ.
„პრესა.ჯი“ დაინტერესდა, გაითვალისწინებს თუ არა, ივანიშვილის მიერ დაკომპლექტებული პოლიტიკური გუნდი სამოქალაქო სექტირში გადაბარგებული მილიარდელის რჩევებს?
როგორც აღმოჩნდა, „ქართუული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს, ზუაბ აბაშიძეს ივანიშვილის გამოსვლსთვის არ უსმენია. აბაშიძეს, რომელიც ლამის ყველა სფეროში კომპეტენტურობას იჩემებს, აცხადებს რომ ივანიშვილის პრესკონფერენციისთვის „თვალი არ მიუდევნებია“.
ზურაბ აბაშიძე: სიმართლე გითხრათ, ივანიშვილის ამ პრესკონფერენციისთვის თვალი არ მიდევნებია, სხვა საქმით ვიყავი დაკავებული, მოგვიანებით შეიძლება ვნახავ და მერე გიპასუხებთ კითხვაზე.
მოუცლელი აღმოჩნდა უმრავლესობის კიდევ ერთი დეპუტატი, ზვიად კვაჭანტირაძეც. როცა მან გაიგო რომ ივანიშვილის გამოსვლის შეფასების მიზნით ვურეკავდით, „სასწრაფო საქმე“ აღმოაჩნდა. „ახლა ისეთ სიტუაციაში ვარ, ვერანაირ კითხვაზე ვერ გაგცემთ პასუხს“, - გვითხრა მან.
„პრესა.ჯი“: არ გისმენიათ თქვენი ყოფილი ლიდერისთვის?
- იცით რა, ახლაც თქვენ რომ მესაუბრბით, ერთ ხელში ფიალა მიჭირავს, მეორეთი ტელეფონი...
- ივანიშვილის სადღეგრძელოს სვამთ?
- არა, მეგობრის დედის...“
რაც შეეხება ლევან ბერძენიშვილის პოზიციას, უმრავლესობის წარმომადგენელი არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ივანიშვილს მთავრობა არ გაუკრიტიკებია.
ლევან ბერძენიშვილი: ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ უმრავლესობასთან არ აქვს შეკითხვები, ე.ი მას არ აქვს შეკითხვები. რა შევაფასო? მე შემიძლია ვთქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს გარკვეული და ძალიან დიდი დამსახურება ქართული პოლიტიკის წინაშე.
მისი გადასვლა სამოქალაქო სექტორში იმას მიანიშნებს რომ ის აღარ არის ხელისუფლების წარმომადგენელი და დღევანდელმა პრესკონფერენციამაც აჩვენა ეს. ის დისტანცირდება ხელისუფლებისგან...
„პრესა.ჯი“: რაში გამოიხატა ეს დისტანცირება, ოპონენტების თქმით მას არც ერთი მთავრობის წევრი და ქმედება ა გაუკრიტიკებია...
- ეს არ არის სერიოზული შეფასება. რახან ივანიშვილი წავიდა სამოქალაქო სექტორში, მას ექნება ეს შეკითხვები ხვალ ზეგ და მაზეგ. მათ, ვინც აბობს, რომ არ გაუკრიტიკებია ხელისუფლებაო, ეტყობა ყურადღებით არ უდევნებიათ ივანიშვილის გამოსვლისთვის თვალ-ყური. მან მთავრობა რამდენჯერმე გააკრიტიკა. თუნდაც პრემიერის განცხადება.
- ეთანხმებით ამ კრიტიკას?
- მე არ ვარ სამოქალაქო სექტორიდან და რანაირად გიპასუხოთ...
- გაითვალისწინებთ თუ არა, ივანიშვილის კრიტიკას?
- თუ იქნება შენიშვნები პარლამენტის მუშაობასთან დაკავშირებით, მზად ვართ განვიხილოთ. „ნაციონალების“ კრიტიკას ვუსმენთ და ცუდი რა არის ივანიშვილის კრიტიკას მოვუსმინოთ? დამსაურება აქვს კაცს ქვეყნის წინაშე.
0