14:52:37     04-02-2014
ნათელაშვილის 41 კითხვა ივანიშვილს...

შალვა ნათელაშვილმა ორგანიზაცია "მოქალაქის" დაფუძნება ორიგინალურად გააპროტესტა. ის სასტუმრო "რედისონთან" ორგანიზაციის პრეზენტაციაზე მივიდა და ივანიშვილს, სიმბოლურად 41 შეკითხვა შეუგზავნა.
"მოქალაქე" არის გადაგდება N2 ". ივანიშვილმა ჯერ პრემიერობის დროს "გადააგდო" ქართველი ხალხი და "მოქალაქის" დაარსება მისი მეორე სპექტაკლი იქნება სახელწოდებით - "გადაგდება N2", - აცხადებს ნათელაშვილი.
"ლეიბორისტული პარტიის 41 შეკითხვა ბიძინას:
1. იყო თუ არა ხელისუფლებაში მოსვლა, საქართველოს ხელში ჩაგდება თქვენთვის ბიზნეს-პროექტი და რამდენ მილიარდიანი მოგება ნახეთ ამ აფიორით?
2. რამდენი მილიარდით აფინანსებდით სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს?
3. რატომ არ იღებთ საქართველოს მოქალაქეობას?
4. იყო თუ არა პასუხისმგებლობის არიდება და დანაპირებების არშესრულება მიზეზი პრემიერ-მინისტრობიდან ფორმალურად თქვენი გადადგომისა და თანამდებობებზე თქვენს მიერ მართული პირების დანიშვნისა?
5. რატომ ვერ დაალაგე დაპირებული ურთიერთობა რუსეთთან და რატომ იღობება ტერიტორია ყოველდღიურად?
6. რატომ დატოვე უცვლელად წინა რეჟიმის დრაკონული კანონმდებლობა?
7. რატომ გააყალბე საპრეზიდენტო არჩევნები და თუ ასე არაა, რატომ არ დაუშვით ბიულეტენების ხელახალი გადათვლა?
8. რატომ გადაიბარეთ წინა ხელისუფლების ოლიგარქები ბეჟუაშვილები, ნაყოფიები, ჭყონიები, ჩხარტიშვილები, ხაზარაძეები და სხვები. რატომ აგრძელებინებთ ქვეყნის ძარცვას და რატომ არ დაუბრუნეთ მათ მიერ მოპარული ქონება ხალხს?
9. რატომ გრძელდება უკანონო მოსმენები?
10. რატომ არ გახსენით 100 დანაპირები ქარხანა-საწარმოდან თუნდაც ერთი?D
11. დაპირებისამებრ რატომ არ იქმნება ახალი სამუშაო ადგილები და პირიქით მცირდება?
12. რატომ არ გაანახევრეთ დაპირებისამებრ გაზისა და დენის ტარიფი?
13. რატომ შეინარჩუნეთ საწვავზე მონოპოლია და დაპირებისამებრ რატომ არ გააიაფეთ?
14. რა ინტერესები გაგაჩნიათ ფარმაცეტიულ ბიზნესში და დაპირებისამებრ რატომ არ გააიაფეთ წამლებზე ფასი.
15. გადაუდებელი ოპერაციები და მკურნალობა რატომ არ გახადეთ უფასო გაჭირვებული მოსახლეობისათვის?
16. დაპირებისამებრ რატომ არ ფინანსდება სრულად ონკოლოგიურ დავადებათა მკურნალობა?
17. რატომ არ ფინანსდება დაპირებისამებრ გულ-სისხლძარღვთა დაავადების მკურნალობა? სტენტირებისა და შუნტირების პროგრამა?
18. დაპირებისამებრ რატომ არ ფინანსდება ტუპერკულიოზის პროგრამა?
19. დაპირებისამებრ რატომ არ ფინანსდება დიალიზისა და თირკმლის გადანერგვის პროგრამა?
20. რატომ არ გაიხსნა დაპირებისამებრ სოფლებში ამბულატორიები?
21. დაპირებისამებრ რატომ არ გაიზარდა მედ- პერსონალის ხელფასები?
22. რატომ არ დაუნიშნე შემწეობა მრავალშვილიან ოჯახებს?
23. რატომ არ გახადე პენსია დაპირებისამებრ 220 ლარი?
24. რატომ არ გაზარდე საარსებო მინიმუმი დაპირებისამებრ 250 ლარამდე?
25. დაპირებისამებრ რატომ არ გაორმაგდა სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების შემწეობა?
26. რატომ არ ჩადეთ დაპირებისამებრ სოფლისმეურნეობის განვითარებაში 1 მილიარდი და რატომ არ გაიცემა ფერმერებსა და გლეხებზე დაპირებული უპროცენტო გრძელვადიანი სესხები?
27. რატომ არ ჩაიბარა დაპირებისამებრ მთავრობამ გლეხებისაგან მოწეული პროდუქცია და არ გადაუხადა შესაბამისი საფასური?
28.რატომ არ შეიქმნა ადგილებზე დაპირებული მანქანა-ტრაქტორების სადგურები და რატომ არ რიგდება გლეხებზე უფასოდ დაპირებული შხამ-ქიმიკატები?
29.რატომ მოატყუეთ იპოტეკით დაზარალებულები და დაპირებისამებრ არ გამოუყავით გრძელვადიანი დაბალპროცენტიანი სესხები?
30. რატომ არ აღდგა სოფლებსა თუ თემებში უფასო ბაგა-ბაღები?
31.რატომ არ დაიწყო სოფლებისათვის დაპირებული სკოლების მშენებლობა?
32.რატომ არ გაუქმდა ან შემცირდა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტებისათვის სწავლის საფასური?
33.რატომ არ აღუდგათ საფასურის გადაუხდელობის გამო შეწყვეტილი სტატუსი სტუდენტებს?
34.რატომ არ აღდგა სამსახურში წინა ხელისუფლების დროს პოლიტიკური ნიშნით განთავისუფლებული პედაგოგები და რატომ წაართვით მეცამეტე ხელფასი მასწავლებლებს.
35.რატომ არ გაიცემა მცირე და საშუალო ბიზნესისათვის დაპირებული დაბალპროცენტიანი სესხები?
36.რატომ არ უბრუნდებათ წინა ხელისუფლების დროს დაზარალებულ მოქალაქეებს წართმეული ქონება?
37.რატომ გაირღვა ბიუჯეტი მილიარდი ლარით?
38.რატომ იღებს თქვენი მთავრობა რამდენიმე მილიარდიან ვალს?
39.რატომ გაურიგდით და შეხვედით კოჰაბიტაციაში ნაციონალურ მოძრაობასთან?
40.რატომ მიეცით მიხეილ სააკაშვილს ხელშეუხებლობის გარანტია და გაპარეთ ქვეყნიდან?
41. და ბოლოს, გრძნობთ თუ არა ყოველივე ამაზე პასუხისმგებლობას და აპირებთ თუ არა, თქვენი მოყვანილი პარლამენტისა და მთავრობის დათხოვნას?
0