ცნობილი ირლანდიელი გიტარისტი გარდაიცვალა ცნობილი ირლანდიელი გიტარისტი გარდაიცვალა />


  15:24:28     07-02-2011

ცნობილი ირლანდიელი გიტარისტი გარდაიცვალა

a3461.jpg

58 წლის ასაკში, ერთ-ერთ ესპანურ კურორტზე, ცნობილი ირლანდიელი გიტარისტი და მომღერალი, გერი მური გარდაიცვალა. როგორც “ბიბისი” იტყობინება, მომღერლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია, ჯგუფ “Thin Lizzy” – ის მენეჯერმა, ადამ პარსოსნმა გაავრცელა. მური ამ ჯგუფის შემადგენლობაში დიდი ხნის განმავლობაში გამოდიოდა. მომღერლის ოფიციალურ საიტზე უკვე განთავსდა ტექსტი: “ღრმა მწუხარებით გვინდა გაუწყოთ, რომ წუხელ ღამით, ესპანეთში, შვებულებაში ყოფნისას, გარდაიცვალა გერი მური.” მომღერალს გულის შეტევა დაემართა. გერი მური 1952 წელს ბელფასტში დაიბადა. გიტარის დაკვრა 8 წლის ასაკიდან დაიწყო. მური ცაცია იყო, მაგრამ დაკვრა ისე დაიწყო, როგორც “მემარჯვენემ.” მური მუსიკას სწრაფად ითვისებდა – 16 წლისა უკვე ჯგუფ “Skid Row” - ს წევრი გახდა და მისთვის რამდენიმე ფირფიტაც შექმნა. პირველი ალბომი 21 წლის ასაკში გამოუშვა. 1974 წლიდან ის ჯგუფ “Thin Lizzy” – ში მიიწვიეს. ამ კოლექტივთან მომღერალი წლების განმავლობაში თანამშრომლობდა. დამსახურებული მსოფლიო დიდება მურს ბევრმა შრომამ მოუტანა. “ის ძალიან ძლიერი და ჯანმრთელი ბიჭი იყო” – განუცხადა “ბიბისის” მომღერლის ერთ-ერთმა მეგობარმა, გიტარისტმა ერიკ ბელმა. ამიტომ მისი გარდაცვალება მეგობრებისთვის დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა.

0

ავტორი: