ივანიშვილი: ამისთვის დავაფუძნე ორგანიზაცია "მოქალაქე" ივანიშვილი: ამისთვის დავაფუძნე ორგანიზაცია "მოქალაქე" /> "/> " />


  12:23:25     04-02-2014

ივანიშვილი: ამისთვის დავაფუძნე ორგანიზაცია "მოქალაქე"

a27794.jpg

ამ წუთებში, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მის მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქის" პრეზენტაციას მართავს. 

"მოქალაქე ნიშნავს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სახელმწიფოებრივად ორგანიზებულ ინდივიდს, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობის განცდა, არა მარტო მათზე, ვისთანაც ცხოვრობს ან ვინც უყვარს, არამედ ყველა თანამოქალაქეზე, ვისაც საერთოდ არ იცნობს ან სულაც არ მოსწონს.

ჩემი ოცნება იყო თავისუფალი საქართველოს თავისუფალი მოქალაქეობა. ამ ოცნების აღსრულებისთვის მომიწია პოლიტიკაში მოკლე დროით მოსვლა და ამასვე ემსახურებოდა ჩემი პოლიტიკად წასვლაც – ამ სიტყვებით მოგმართეთ ორიოდე თვის წინ, როცა პოლიტიკიდან წავედი და ამავე დროს მიგანიშნეთ ჩემს მომავალ საქმიანობაზე. 

დიახ, თავისუფალი მოქალაქეობა ამქვეყნიური ყველაზე დიდი ბედნიერებაცაა და ყველაზე დიდი ტვირთიც. ამისთვის დავაფუძნე ორგანიზაცია "მოქალაქე", - აცხადებს ივანიშვილი. ახლად დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის პრეზენტაციის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხებს. 

"ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ ვერ ვისწავლეთ ხელისუფლების დაქირავება. სწორედ ეს იყო მიზეზი, 20 წლიან მოჯადოებულ წრეზე სიარულისა. ამ პრობლემას კარგად ვიცნობდი და მოსვლის პირველივე დღიდან ამაზე ვაკეთებდი აქცენტს. 

პირველ რიგში ჩვენ კარგად უნდა ვისწავლოთ, ვინ უნდა ავირჩიოთ და რატომ. კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ადამაინს თუ საკუთარი პარტია ვერ დაუფუძნებია და ქვეყნის აშენებას გვპირდება, ოქროს კოშკებს გვიხატავს, ამ დროს ცხოვრებაშია არაფერი არ შეუქმნია და მის ბიოგრაფიას თუ გადახედავ, ხელმოცარული იყო უმეტესად, როგორი ლამაზი სიტყვებითაც არ უნდა გვესაუბრებოდეს, ჩვენ უნდა შევძლოთ სწორი არჩევანი გავაკეთოთ

ადამიანი, შეიძლება არ იყოს დიმიტრი გელოვანი, შეიძლება ჰქონდეს ნაკლი, მაგრამ არსებული რეალობიდან უნდა გავაკეთოთ ღირსეული არჩევანი. არც ის ვარგა, რომ განაწყენებულები არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ვამბობთ. ამ დროს უარესი არჩევანი დგება", - განაცხადა ივანიშვილმა. 0

ავტორი: