07:08:13     03-02-2014
სტაფილო კორეულად
მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
1 კგ. სტაფილო, 50 მლ. ძმარი, 100 მლ. ზეთი, 1 თვი ხახვი, 3-4 კბილი ნიორი, 1 ჩ/კ ხმელი ქინძი, ½ ჩ/კ უცხო სუნელი, მარილი, ცხარე წითელი წიწაკა.
მომზადების წესი:
სტაფილო გახეხეთ ისეთ სახეხზე, რომ იყოს გრძლად, მოაყარეთ დაახლოებით ნახევარი სუფრის კოვზი მარილი და დადგით 30 წუთით. შემდეგ დაასხით ძმარი.
ცოტაოდენ მარილთან ერთად დანაყეთ ნიორი, დაუმატეთ ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, წითელი წიწაკა და სტაფილოს ზემოდან მოაყარეთ.
ტაფაზე დაასხით 100 მლ. ზეთი, ხახვი დაჭერით მსხვილად და მოშუშეთ, რის შემდეგ ტაფიდან ხახვი უნდა ამოიღოთ, მხილოდ არომატიზებული ზეთი გვჭირდება.
ეს ზეთი უნდა დავუმატოთ სტაფილოს, კარგად ამოვურიოთ, გავსინჯოთ, რამე ხომ არ აკლია. შემდეგ დავაფაროთ სახურავი და ცოტა ხნით შევდგათ მაცივარში, რათა გემო კარგად გაუჯდეს.
0