შოკოლადის ტორტი თეთრი და რძიანი შოკოლადის კრემით შოკოლადის ტორტი თეთრი და რძიანი შოკოლადის კრემით />


  02:23:16     02-02-2014

შოკოლადის ტორტი თეთრი და რძიანი შოკოლადის კრემით

a27769.jpg

შემოგთავაზებთ შოკოლადის ტორტის მორიგ რეცეპტს ალუბლით და თეთრი და რძიანი შოკოლადის კრემით...

მასალა:

• ბისკვიტი:
• ½ ჭიქა კაკაო;
• 60 გრ რძის შოკოლადი;
• 1/2 ჭიქა ნადუღი;
• ½ ჭიქა კეფირი;
• 1 ჭიქა ფქვილი 1/3 სახამებელი;
• 1 ჩ/კ სოდა;
• მწიკვი მარილი;
• 2/3 ჭიქა ყავისფერი შაქარი;
• 1/2 ჭიქა თეთრი შაქარი;
• 1/2 ჭიქა მცენარეული ზეთი;
• 2 კვერცხი;
• 10 გრ ვანილი;
• რძის შოკოლადის კრემი:
• 170 გრ რძის შოკოლადი;
• 60 გრ კარაქი;
• 200 მლ არაჟანი;
• 3 ჩ/კ თაფლი;

• თეთრი შოკოლადის კრემი:
• 100 გრ თეთრი შოკოლადი;
• 170 გრ მდნარი ყველი;
• 85 გრ კარაქი;
• 1/2 შ/კ ლიმნის წვენი;
• ბისკვიტის დასანამად ალუბლის წვენი;
• 300გრ ალუბალი წვენით;
• ფორმა 26 სმ დიამეტრით;

მომზადება:

ჯამში ჩავყაროთ კაკაო, დამტვრეული შოკოლადი და დავასხათ ნადუღი.
კარგად ავურიოთ ბოლომდე რომ გადნეს, შემდეგ დავასხათ კეფირი და ორივე ტიპის შაქარი, კარგად ავთქვიფოთ მიწსერით.
მეორე ჯამში ჩავყაროთ ფქვილი, სოდა მარილი და ავურიოთ.

კვერცხი გავთქვიფოთ და დავასხათ შოკოლადიანი და ფქვილიანი მასა და კარგად ავთქვიფოტ მიქსერით.
ჩავსახათ მირებული მასა ფორმაში და გამოვაცხოთ 40-50 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
შევამოწმოთ ხის ჯოხით, თუ ჯოხი მშრალია მაშინ ბისკვიტი მზადაა და გამოვიღოთ ღუმელიდან. ბისკვიტი გავაციოთ რკინის ბადეზე.

ბისკვიტი გავჭრათ შუაზე და ზედაპირზე ხელის გადასმისას მოგროვილი ფხვნილი შევინახოთ მოსართავად.

რძიანი შოკოლადის კრემი:

გავადნოთ რძიანი შოკოლადი წყლის ვანაზე.
დავამატოთ კარაქი და ავურიოთ კარგად..
დავამატოთ თაფლი, არაჟანი და კარგად ავთქვიფოთ.
დავაცადოთ 30 წთ კრემს გასაციებლად.

თეთრი შოკოლადის კრემი:

თეტღი შოკოლადი გავადნოთ ანალოგიურად. გავაგრილოთ.
მდნარი ყველი ავთქვიფოთ მიქსერით და დავამატოთ გაგრილებული შოკოლადი, კარაქი და ლიმნის წვენი თან ვურიოთ.

ბისკვიტის ქვედა ნაწილი დავნამოთ ალუბლის სიროფით და წავუსვათ თეთრი შოკოლადის კრემი.
დავაფაროთ ზემოდან მეორე ნაწილი და ისიც დავნამოთ სიროფით წავუსვათ რძიანი შოკოლადის კრემი და გვერდებიც ამავე კრემით დავფაროთ.

ზედაპირზე შემოვაწყოთ ალუბლები ხოლო გვერდები მოვრთათ ბისკვიტის ფხვნილით.
0

ავტორი: