14:48:53     07-02-2011
სოკოს სუპ-პიურე ფრანგულად
ნაზი, რბილი, გემრიელი და ამავე დროს, ნოყიერი სუპი
მასალა: 400 გრამი შამპინიონი, 2 ცალი ხახვი, ფქვილი – ორი სუფრის კოვზი, ქათმის ბულიონი – ერთი ლიტრი, ორი ცალი კვერცხის გული, ერთი ფინჯანი ნაღები (20%), ზეთი, პილპილი, მარილი, მწვანილი
ხახვი მოვხრაკოთ ზეთში, დავამატოთ დაჭრილი სოკო, შემდეგ ფქვილი და ავურიოთ, ამას დავუმატოთ ბულიონი. ავადუღოთ, დუღილის პროცესში არ დაგვავიწყდეს მორევა, დავამატოთ მწვანილი და როცა მზად იქნება, გადმოვდგათ ქურიდან. ცალკე ავთქვიფოთ ნაღები და კვერცხის გულები და დავასხათ სუპს, შევაზავოთ მარილით და ხელახლა წამოვადუღოთ. სოკოს სუპ-პიურე მზადაა!
0