13:37:54     31-01-2014
ვაშაძე: ყველაზე ნაკლები აზრთა-სხვადასხვაობა ჩემსა და უგულავას შორის არსებობს...

"ნაციონალურმა მოძრაობამ" რებრენდიგის მეორე ეტაპი გამოაცხადა და პარტიის განახლებაზე აქტიურად მუშაობს. პარტიაში ახალი სახეების მოძიების პარალელურად კი გაჩნდა მოსაზრებები იმის შესახებ, რომ მერობის პრაიმერიზში მონაწილე გიორგი ვასაძესა და გიგი უგულავას სორის სერიოზული განხეთქილებაა.
კულუარებში საუბრობენ, რომ მოძრაობა ორ ბანაკად დაიყო– ძველი და ახალი თაობის ნაციონალებად. ძველებს სათავეში გიგი უგულავა უდგას, ახლებს კი გიორგი ვაშაძე, რომელიც უგულავას ურჩევს პრაიმერისზე მისი კანდიდატურა მოხსნას და გზა ახალ გუნდს გაუთავისუფლოს. ახალ ნაციონალებად, ვაშაძის გარდა, სახელდებიან სერგო რატიანი და ზურაბ ჯაფარიძე.
„პრესა.ჯი“ აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას "ნაციონალური მოძრაობი"ს ერთ-ერთ ლიდერ გიორგი ვაშაძესთან შეეცადა. საპარლამენტო უმცირესობის წევრმა მასსა და უგულავასთან დაპირისპირება კატეგორიულად უარყო, თუმცა განაცხადა, რომ პარტიაში ხმაურიანი განხილვა და კამათი ხდება ხოლმე.
„პრესა.ჯი“: ადასტურებთ თუ არა თქვენსა და უგულავას შრის დაპირისპირებას? ამბობენ, რომ დაპირისპირების მიზეზი პრაიმერისია...
გიორგი ვაშაძე: ჩემსა და გიგი უგულავას შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. აზრთა სხვადასხვაობა ნაციონალურ მოძრაობაში სულ არის. ვფიქრობ რომ ეს ჯანსაღი მიდგომაა. რაც შეეხება პრაიმერისს, იმიტომაც ავირჩიეთ ეს მეთოდი, რომ მასში ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება.
- რაში გამოიხატება აზრთა სხვადასხვაობა თქვენსა და უგულავას შორის?
-ყველაზე ნაკლები აზრთა სხვადასხვაობა ჩემსა და უგუილავას შორის არსებობს...
-პარტიაში სიახლეებს უკვე მეორედ აანონსებთ, გამჩონდებიან თუ არა ნაციონალებში ახალი სახეები?
-გუშინ გვქონდა ახალი სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია, რაც გულისხმობს ახალი ადამიანების გამოჩენას პოლიტიკურ ასპარეზზე. შიდა არჩევნებისა და კონკურენციის გზით უნდა გამოვლინდეს ახალი ლიდერები, მოძრაობაში არის ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი და მათ უნდა შევუქმნათ მექანიზმი, სადაც ისინი შეძლებენ საკუთარი თავის გამოჩენას და რეალიზებას. ძველმა და ახალმა სახეებმა ყველამ ერთად უნდა ვიმუშავოთ. ნებიმიერ პოლიტიკურ მოძრაობას სჭირდება ახალი სისხლი, ახალი ენერგია. თუმცა როცა ახალ სახეებზე ვსაუბრობ, ეს არ გულისხმობს იმას, რომ ეს ადამიანები საიდანღაც უნდა მოვიყვანოთ. ძალინ ბევრი ნიჭიერი და კარგი ადამიანია გაწევრიანებული ჩვენ პარტიაში და შესაძლებელია მათი რესურსის გამოყენება.
-თქვენ ოპონენტებს ეჭვი ეპარებათ, რომ თუნდაც განახლებულ ნაციონალურ მოძრაობას ხელისუფლებაში მობრუნების რაიმე შანსი ჰქონდეს...
-ეს მათი პირადი აზრია, მათ ჯობია იმ კოალიციას მიხედონ, სადაც ადამიანები იდეოლოგიის გარსემო კი არა, ერთი ადამიანის გარშემო გაწევრიანდნენ. კოალიციაში ჩვენ ვხედავთ მაგალითად დასავლური ორიენტაციის პოლიტიკურ პარტიებსაც და ვხედავთ რუსული ორიენტაციის პარტიებსაც. რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნების საკითხს, ამას დრო გვიჩვენებს. გუშინ ჩვენ ძალიან სერიოზული ნაბიჯი გადავდგით განახლებისაკენ. ვემზადებით არჩევნებისთვის.
0