19:06:31     30-01-2014
შაშკინი: აი, ამიტომ ეძებდა ვანო გამწარებული ამ რუს ოფიცრებს
"მტკიცებულება, ამბოხში „ГРУ“-ს თანამშრომელთა მონაწილეობის შესახებ საგამოძიებო ორგანოებში ინახება", - განუცხადა "პრესა.ჯი"-ს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა. მუხროვანის აჯანყების საქმის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს თავდაცვისა და სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი გამოეხმაურა. მისი თქმით, „მუხროვანის აჯანყების პარალელურად, რუსეთის სპეცსამსახურების მეირ დაგეგმილი იყო ამბოხი სასჯელარსრულების სპეცდანიშნულების რაზმშიც“.
დიმიტრი შაშკინი: 2009 წელს, მე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის თანამდებობას ვიკავებდი. „მუხროვანის აჯანყებამდე“ რამდენიმე საათით ადრე, ჩვეთვის ცნობილი გახდა, რომ იგივე ამბოხი იგეგმებოდა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმშიც, რომელიც დროულად იქნა აღმოფხვრილი.
ჩვენ 5 მაისს მივიღეთ ოპერატიული ინფორმაცია, რომ მუხროვანის ამბოხების ორგანიზატორები შეეცადნენ კონტაქტის დამყარებას სასჯელაღსრულების სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელობასთან.
ბუნებრივია, რომ სპეცდანიშნულების ერთგულმა ჯარისკაცებმა უარი უთხრეს მათ,ს ვინც მოვიდნენ მოსალაპარაკებლად ჩვენი თანამშრომლების აჯანყებაში ჩართვის მიზნით.
მაშინვე, იქვე დაფიქსირდა ის ორი რუსი „ГРУ“-ს ოფიცერი, რომელიც ორგანიზატორებთან ერთად მონაწილეობდა ამბოხის ლოჯისტიკურ საკითხებში. ეს იყო ცნობილი გამოძიებისთვისაც.
ყველა მასალა, რომელიც საჭიროა, ინახება პროკურატურაში. მაშინვე გაკეთდა პოლიტიკური განცხადებები, რომ აჯანყება არ იგეგმებოდა წერტილოვნად მხოლოდ მუხროვანში და ორგანიზატორებს ჰქონდათ მცდელობა, რომ სხვადასხვა ნაწილებისგან მიეღოთ თანხმობა ამბოხში მონაწილეობაზე.
ბუნებრივია, ჩვენმა ჯარისკაცებმა ეს შემოთავაზება არ მიიღეს, რადგან ქართულ არმიაში, გარდა ამ რამდენიმე ადამიანისა, მსახურობდნენ პარტიოტები და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობაზე მათ კატეგორიული უარი თქვეს.
- მერაბიშვილი იმ ვიდეო-კადრებში „ГРУ“-ს თანამშრომელთა გვამებს ითხოვს?
- დიახ, ვანო როდესაც აკეთებს ამ კომენტარს, მაშინ მან უკვე იცის ის ინფორმაცია, რომ ამბოხში შემჩნეულია ГРУ“-ს 2 თანამშრომელი და რომ ჩვენ ვეძებდით ამ რუს ოფიცრებს.
ჩვენ გვქონდა უტყუარი ინფრმაცია რომ რუსეთის სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ ამ აჯანყების ორგანიზებაში და სწორედ ამას ამბობს ვანოც - რომ თუ ეს ხალხი მოკლულია, მომიტანეთ მათი გვამები.
ეს მასალები დევს პროკურატურაში. ამ თემაზე სრულყოფილი გამოძიება იყო ჩატარებული. ეს აჯანყება იყო ლოკალიზებული მსხვერპლის გარეშე, დიდ უბედურებას გადაურჩა საქართველო. ერთადერთი, რაც მაშინ ვერ გაკეთდა, ვერ მოიძებნა ის ორი რუსი ოფიცერი, რომლებზეც არსებობდა მტკიცებულებები. ისინი ან იყვნენ ლიკვიდირებულები ან დატოვეს ტერიტორია.
- ხელისუფლების წარმომადგენლები კი ირწმუნებიან, რომ საქმეში არც ერთი რუსი ოფიცერის სახელი არ ფიგურირებს...
- არსებობს ოპერატიული ინფორმაცია, რომელიც საგამოძიებო სტრუქტურებს ჰქონდათ. სახელმწიფო, „ბარდაგისგან“ იმით განსხვავდება, რომ როდესაც კეთდება მსგავსი განცხადებები, კეთდება მტკიცებულების არსებობის შემთხვევაში. აი, ამიტომ ეძებდა ვანო იმ დღეს გამწარებული ამ რუს ოფიცრებს.
- იმ 2 რუსი ოფიცრის ამბოხში მონაწილეობის შესახებ მტკიცებულებები გამოძიებას აქვს?
- დიახ, ყველაფერი არსებობს საგამოძიებო ორგანოებში. ძალიან სამწუხაროა ის, რა აჟიოტაჟიც ატყდა ამ საქმის გარშემო. საქმე ეხება სახელმწიფო უსაფრთხოებას. გამოძიებასა და ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდათ ამის შესახებ.
ამიტომ, ამ კადრების გაჟონვამ შექმნა ის გარემოება, რომ საიდუმლო მასალები, რომელიც კონტრდაზვერვის ოპერატიულ მუშაობას ეხებოდა, დადგა ეჭვის ქვეშ. ყველაზე საინტერესოა ისიც, რომ კადრები გადაღებულია შსს-ს ოფიციალური კამერის მიერ და მნიშვნელოვანია გაირკვეს, საიდან მოხვდა ოფიციალური კადრები „იუთუბიზე“.
იხილეთ ირაკლი სესიაშვილის შეფასება
იხილეთ ვანო მერაბიშვილის პასუხი
იხილეთ მანანა კობახიძის პოზიცია
იხილეთ წიკლაურისა და უტიაშვილის კომენტარი
იხილეთ მეთიუ ბრაიზას განცხადება
იხილეთ დავით ნაირაშვილის ინტერვიუ
0