ხოხობი, ზუთხი, ორაგული ხიზილალას სოუსით - ხადურის და სუბარის უწყების ნადიმი, ბიუჯეტის ფულით ხოხობი, ზუთხი, ორაგული ხიზილალას სოუსით - ხადურის და სუბარის უწყების ნადიმი, ბიუჯეტის ფულით />


  15:59:37     30-01-2014

ხოხობი, ზუთხი, ორაგული ხიზილალას სოუსით - ხადურის და სუბარის უწყების ნადიმი, ბიუჯეტის ფულით

a27741.jpg

სამინისტროების მიერ ბიუჯეტის ფულით გამართული ნადიმების კიდევ რამდენიმე ეპიზოდი გახდა ცნობილი. მაგალითად, ხადურის უწყებას, რესტორანში დამატებით 5 550 ლარი გადაუხდია და მენიუში შემწვარი ხოხობი და მთლიანი ზუთხიც შეუყვანია. ამ ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია დღეს გასაჯაროვდა. 

რაც შეეხება სოზარის უწყების მადას, 2013 წელს, სასჯელაღსრულების სამინისტრომ სარესტორნო მომსახურებასა და ფურშეტების მოწყობაზე 59 077 ლარი დახარჯა.

სოზარ სუბარის უწყების მენიუ კი, როგორც ყოველთვის მრავალფეროვანია: ორაგული ხიზილალას სოუსით, ალაზნის ლოქო ქინძმარში, მწვადი მეიდნურად და ა.შ...

შეგახსენებთ რომ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, იმის გამო რომ სამინისტროები ბიუჯეტის ფულით ხშირად მართავდნენ ნადიმებს, მინისტრებს ბიუჯეტის გაფრთხილებისკენ მოუწოდა. მისი ბრძანებით, მინისტრებს ანაზრაურებაც შეუმცირდათ. პრემიერმა აღნიშნული გარემოება ფინანსების დაზოგვის მოტივით ახსნა.  0

ავტორი: