ძალიან იოლი სალათაა, რომელიც პიკანტური გემოთი დაგამახსოვრდებათ
მასალა: 1 ცალი ავოკადო, ერთი ქილა დაკონსერვებული კალმარები, 1 ცალი ვაშლი, 1 ცალი სტაფილო, პილპილი, ნახევარი ლიმონი, 2 კვერცხი, მაიონეზი
ავოკადო გავასუფთავოთ და დავჭრათ პატარა კუბიკებად. მაშინათვე დავასხათ ნახევარი ლიმონის წვენი. დავამატოთ დაჭრილი სტაფილო, შემდეგ პილპილი, დაჭრილი მოხარშული კვერცხი, კალმარები და გასუფთავებულ-დაჭრილი ვაშლი. შევაზავოთ მარილით და ავურიოთ მაიონეზი.
0