12:31:45     30-01-2014
არომატულ კარაქში შემწვარი სიმინდი
მასალა:
კარაქი 60გრ;
მარილი - 40 გრ;
სიმინდის ტარო - 4 ცალი;
ნივრის კბილები 4 ცალი;
პილპილი - 1ჩ/კ;
ტარხუნა 40გრ;
მომზადება:
ნიორი დავჭრათ წვრილად და ავურიოთ კარაქში და წიწაკაში;
თუ სიმინდი ნედლია მაშინ არ მოვხარშავთ წინასწარ, თუ შემოსულია მაშინ წინასწარ უნდა მოიხარშოს. წავუსვათ მომზადებული კარაქი მოვაყაროთ ტარხუნა გავახვიოთ ფოლგაში კარგად და გამოვაცხოთ აირღუმელში 30-40 წუთის განმავლობაში 220 გრადუსზე..
შემდგე გავშლით ფოლგას და მოვაყრით მარილს და წვრილად დაჭრილ ტარხუნას და ცხლად მიგვაქვს სუფრაზე.
0