10:18:16     30-01-2014
პროკურატურის განცხადება ინტერნეტში გავრცელებული ერთ-ერთი სპეცოპერაციის დაგეგმვის ამსახველ კადრებთან დაკავშირებით

29 იანვარს გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა განმარტავს: ვინაიდან ჩანაწერში აშკარად ჩანს მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან უკანონო ბრძანების გაცემა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება.
მთავარი პროკურატურა აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, შეისწავლის მუხროვანში ჩატარებული სპეცოპერაციის კანონიერებას, რასაც შედეგად მოჰყვა კობა ოთანაძის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და გიორგი კრიალაშვილის ლიკვიდაცია.
ვიდეო კადრებში რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის მერაბიშვილთან ერთად კუდ–ის ყოფილი უფროსი დათა ახალია, სოდ–ის უფროსი ერეკლე კოდუა და საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არიან ასახულნი.