15:46:09     28-01-2014
სამუშაო სადილი ისრაელის პრემიერ-მინისტრთან

"ჟურნალისტებთან გაკეთებული განცხადებების შემდეგ გაიმართა ისრაელის და საქართველოს დელეგაციების სამუშაო სადილი. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორული თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს და განიხილეს ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები.
ირაკლი ღარიბაშვილმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისაუბრეს უკანასკნელ პერიოდში ორ ქვეყანას შორის ყველა მიმართულებით საგრძნობლად გააქტიურებულ თანამშრომლობაზე. განსაკუთრებით კი ხაზი გაუსვეს საქართველო–ისრაელს შორის ერთობლივი ეკონომიკური კომისიის შექმნის მნიშვნელობას, რომლის შესახებ გადაწყვეტილება ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ისრაელში ვიზიტის ფარგლებში იქნა მიღებული და ოფიციალურად ირაკლი ღარიბაშვილის მიმდინარე ვიზიტისას დაფუძნდა. პრემიერ-მინისტრებმა ასევე განიხილეს რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის აქტუალური საკითხები".
0