ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის პრეზიდენტს შიმონ პერესს შეხვდა ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის პრეზიდენტს შიმონ პერესს შეხვდა />


  13:58:05     28-01-2014

ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის პრეზიდენტს შიმონ პერესს შეხვდა

a27691.jpg

საქართველოს პრემიერ-მინისტი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის პრეზიდენტს შიმონ პერესს შეხვდა. შეხვედრის დასაწყისში, ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის არიელ შარონის გარდაცვალების გამო.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ისრაელსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები და დააფიქსირეს მზადყოფა ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების შესახებ. ხაზი გაესვა ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის არსებულ დიდ მეგობრობას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა.

შეხვედრაზე ბენიამინ ნეთანიაჰუმ გამოთქვა კმაყოფილება საქართველო-ისრაელის მთავრობათაშორისი ერთობლივი ეკონომიკური კომისიის მიმდინარეობის შესახებ და გამოთქვა იმედი, რომ აღნიშნული კომისია იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველო-ისრაელის ეკონომიკური, კულტურული და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების შესახებ.

0

ავტორი: