მერაბიშვილი: მზად ვარ სიცრუის დეტექტორზე გავიარო შემოწმება
"მზად ვარ სიცრუის დეტექტორზე გავიარო შემოწმება, რათა დავამტკიცო, რომ ნადვილად სიმართლე ვთქვი. დარწმუნებული ვარ ამ ტესტს ვერ ჩააბარებენ ვერც ფარცხალაძე და ვერც სუბარი", – განაცხადა ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე. ამ განცხადების შემდეგ მერაბიშვილმა პროცესი დატოვა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა რომ ხელისუფლება არ იძიებს მისი საკნიდან გაყვანის საქმეს. დღევანდელი სასამართლო სხდომა 26 მაისის მიტინგის დაშლის შესახებ მიმდინარეობს. დღესვე სხდომაზე მოწმის სახით უნდა დაიკითხონ პარლამენტის წევრები სოსო ჯაჭვლინი და ზაზა პაპუაშვილი, ასევე ლუკა კურტანიძე.
0