მკვლელობის დეტალები, რატომ მოკლეს 16 წლის მიშო, მასზე ბევრად უფროსებმა? მკვლელობის დეტალები, რატომ მოკლეს 16 წლის მიშო, მასზე ბევრად უფროსებმა? />


  16:02:20     27-01-2014

მკვლელობის დეტალები, რატომ მოკლეს 16 წლის მიშო, მასზე ბევრად უფროსებმა?

a27671.jpg

ნუცუბიძის პლატოს მე-3 მიკრორაიონში24 იანვარს მომხდარი სისხლიანი გარჩევის დეტალები გახდა ცნობილი. მოკლული 16 წლის მიშო ტყემალაძის ახლობელმა რედაქციას მე-11-ე  კლასელის მკვლელობაში ეჭვმიტანილისა და მკვლელობის ერთ-ერთი თვითმხილველის ფოტო მიაწოდა.

წყაროს მოთხოვნით, ჩვენ მის ვინაობას არ ვასახელებთ. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად: "16 წლის მოზარდი, 24 წლის ბიჭმა  მოკლა. მიშო ტყემალაძეს სხეულზე დანით ოთხი ჭრილობა ჰქონდა მიყებნებული, სამი მათგანი ფილტვებში, ერთი კი - გულში".

სისხლიანი გარჩევა171–ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარასკევს მოხდა. მკვლელობას წინ უძღოდა დანებითა და ე.წ. „დრინებით“ შეიარაღებული მოზარდების ჯგუფური ჩხუბი.

მკვლელობა სკოლის ეზოსთან, პლატოს მეორე კვარტლის მე-8 კორპუსთან მოხდა, ადგილზე გვიანობამდე სამართალდამცავები მუშაობდნენ. შემთხვევისას რამდენიმე ახალგაზრდა დაიჭრა.

„გიგზავნით ორ ფოტოს, პირველ სურათზე მიშოს მკვლელია გამოსახული, მას თ......ს ეძახიან, მეორე სურათზე კი ..-ა, მან მომხდარის დეტალები ზუსტად იცის, რადგან მკვლელობის ერთ-ერთი თანამონაწილეა. 24 წლის ბიჭები 16 წლის ბავშვს გაუსწორდნენ, მოკლეს და გაიქცნენ“,- აცხადებს მოკლულის ახლობელი.

მისი თქმით, მკვლელობის მოტივი უცნობია. წყაროს ცნობით, მკვლელი და მოკლული ერთ უბანში, პლატოზე ცხოვრობდნენ. თუმცა, ახლო ურთიერთობა არასდროს ჰქონიათ.

„მიშო აბიტურიენტი იყო და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებოდა. 24 იანვარს მასწავლებელთან იმყოფებოდა, როცა თ-მ და მისმა გარმოცვამ ფანჯრიდან დაუძახეს და მათთან ჩასვლა სთხოვეს. 24 წლის ბიჭები 16 წლის ბიჭს ასე რომ გაიმეტებენ, მიხვდებით რა კაცები  არიან“, - უთხრა „პრესა.ჯი“-ს მოკლული ტყემალაძის ახლობელმა.

მისი თქმით, სამართალდამცავებმა ახლომდებარე შენობიდან ვიდეოსათვალთვალო ფირებით გადაღებული მასალები ამოიღეს და მათთვის მკვლელის ვინაობა ცნობილია. თუმცა ე.წ. თ-ს დაკავება ამ დრომდე არ მომხდარა.

„როგორც ვიცი ორივე ადგილიდან მიიმალნენ. ვიდეოზე ჩანს ათი ადამიანის სახე, რომელიც შემთხვევის ადგილზე იყო, სულ 30 ბიჭი მონაწილეობდა ამ ყველაფერში.  ჩემთვის უცნობია, დაკითხეს თუ არა, პოლიციელებმა დანარჩენები. ან მასწავლებელი, რომელთანაც მიშო იყო“, - აბობს გარდაცვლილის ახლობელი.

მისივე განცხადებით, ოჯახი გამოძიების შედეგს დაელოდება და, თუ სამართალდამცავებმა მკვლელის დაკავება და მომხდარის ობიექტურად გამოძიება ვერ შეძლეს, დამატებით კითხვებს შემდეგ უპასუხებს.

„ძალაინ გთხოვთ, დამატებით კითხვებს  ნუ მისვამთ, ყველა კითხვას გამოძიების დასრულების შემდეგ გასცემს ოჯახი პასუხს. მინდა უბრალოდ საზოგადოებამ იცოდეს და სახეზე ცნობდეს იმ ადამიანს, ვინც მიშო მოკლა, თორემ პოლიციამ ისედაც ყველაფერი იცის“, - დასძინა წყარომ.

„პრესა.ჯი“, პლატოზე მომხდარი მკვლელობის დეტალების გასარკვევად შინაგან საქმეთა სამისნიტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა.

უწყებასი აცხადებენ, რომ 16 წლის ბიჭის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა პოლციელებისთვის ცნობილია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ დადგენილია დანაშაულში ეჭვმიტანილი პირის ვინაობა და ოპერატიული ღონისძიებები მიმდინარეობს მის დასაკავებლად.

გამოძიების ინფორმაციით, სისხლიანი გარჩევა ერთ-ერთ გოგონას უკავშირდება. მიშო ტყემალაძესა და ვინმე „თ-ს“ ერთი და იგივე გოგო უყვარდათ, 24 იანვარს კი ე.წ საქმის გარჩევა იყო.

ტყემალაძეს, თან ოთხი მეგობარი ახლდა, რომელთაგანაც ორი დაიჭრა. 16 წლის ბიჭი კი მიყენებული ჭრილობებისგან, სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა.

„პრესა.ჯი“-მ 171–ესკოლის დირექტორი, იოსებ მჭერდლიშვილი ჩაწერა, რომელიც აცხადებს, რომ გარდაცვლილი მისი სკოლის მოსწავლე არ იყო. ის კერძო სკოლაში სწავლობდა.

„ეს ბავშვი ადრე სწავლობდა 38-ე სკოლაში, რომელიც ჩვენ სკოლას შეუერთდა, თუმცა, 38-ე სკოლა მან ჯერ კიდევ შემოერთებამდე, მე-7 კლასში დატოვა და სამხატრო სკოლაში გადავიდა.

მკვლელობის მოტივად სახელდება ვიღაც გოგო.  ეს გარჩევა გადაიზარდა ჯგუფურ ჩხუბში და დასრულდა მკვლელობით “, - აცხადებს სკოლის დირექტორი და იქვე დასძენს, რომ მისი ინფორმაციით, გოგონა რომლის გამოც მკვლელობა მოხდა, არ არის 117-ე სკოლის მოსწავლე.

იოსებ მჭედილიძის თქმით, დაპირისპირებულმა მხარეებმა თავდაპირველად სკოლის ტერიტორიაზე სცადეს შეკრება, თუმცა რადგან სკოლასთან კამერებია დამონტაჟებული, ტერიტორია მალევე დატოვეს.

„ჩემი ინფორმაციით, სკოლის დატოვების შემდეგ, დაპირისპირებულები გადავიდნენ მოპირდაპირე სააცხოვრებელი კორპუსის ტერიტორიაზე. ჩემი ვარაუდით, ისინი, იქვე მდებარე ბაღში აპირებდნენ გადასვლას, იმიტომ რომ ეს ბაღი დიდი ხანია, მსგავსი ავბედითი შემთხვებებით არის ცნობილი, იქ ხშირად ხდება ე.წ გარჩევა.

თუმცა, ეტყობა გზაში იმდენად გამწვავდა ეს დაპირისპირება რომ კორპუსთან მოხდა ეს მკვლელობა. დაჭრილი სასწრაფოს მანქანაში გარდაიცვალა“, - ამბობს დირექტორი.

P.S: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მოგვაწოდეს ეჭვმიტანილთა ფოტოები და გვითხრეს მათი გვარებიც, თავს ვიკავებთ აღნიშნულის გავრცელებისგან იქამდე, ვიდრე ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურდება.  იმის გამო რომ წყარომ, რომელმაც ეს ინფორმაცია მოგვაწოდა, ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, ხოლო პოლიცია ეჭვმიტანილთა ვინაობას არ ასაჯაროვებს, მოწოდებულ ფოტოებს ვერ გავავრცელებთ.

0

ავტორი: