შემწვარი ნაყინი შემწვარი ნაყინი />


  19:25:30     25-01-2014

შემწვარი ნაყინი

a27648.jpg

ინგრედიენტები: ვანილის ნაყინი 500 გ სიმინდის ბურბუშელა (corn flakes) 2 ჭიქა კვერცხი 1 რძე 1 ს.კ ქოქოსის ფანტელი 1/2 ჭ შაქარი 1 ჩ.კ დარიჩინი მწიკვი
დაფაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, ზედ დაალაგეთ ნაყინის ბურთები, გაყინეთ 2 საათი ან იმდენი ხანი, სანამ ნაყინი ძალიან არ გამაგრდება.

თასში ჩაყარეთ დაფხვნილი სიმინდის ბურბუშელა, ქოქოსის ფანტელი და დარიჩინი. ამ ნარევში ამოავლეთ ნაყინის ბურთები და შეაბრუნეთ კვლავ საყინულეში მინიმუმ 30 წუთი.

ათქვიფეთ კვერცხი, რძე და შაქარი. ნაყინის ბურთულები ამოავლეთ ჯერ ამ ნარევში, შემდეგ ისევ ბურბუშელაში და კვლავ საყინულეში შეაბრუნეთ რომ ბოლომდე გამაგრდეს.

საბოლოოდ, სქელძირიან ქვაბში ბლომად ზეთი ჩაასხით (ან ფრიტიური გამოიყენეთ) . მდუღარე ზეთში ფრთხილად ჩაუშვით ნაყინის ბურთები და 30 წამი შეწვით, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს.


მიირთვის მაშინვე.

ბურთების მომზადება-გაყინვა ხანგრძლივი პროცესია და შეგიძლიათ წინასწარ ბევრი მოამზადოთ, მირთმევის წინ კი იმდენი შეწვათ, რამდენიც გჭირდებათ 0

ავტორი: