19:02:07     25-01-2014
მუხრანში მამაკაცმა ცოლი და რძალი მოკლა
მუხრანში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მამაკაცმა ოჯახის წევრები მოკლა. სამართალდამცველებმა 1960 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი ო. განზრახ მკვლელობის ბრალდებით მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით,
გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა
ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფიდან
გასროლით დაჭრა მეუღლე, შვილი და რძალი. მეუღლე – 1966 წელს დაბადებული
ხარულა კ. მიყენებული ჭრილობის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, რძალი – 1992
წელს დაბადებული ეკა ტ. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, ხოლო
დაჭრილი შვილი – 1987 წელს დაბადებული შალვა ო. საავადმყოფოში მოათავსეს.
მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შსს-ს ცნობით, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსსკ-ის 109-ე მუხლით.
0