მიშო ტყემალაძის მკვლელი დაკავებული არ არის მიშო ტყემალაძის მკვლელი დაკავებული არ არის />


  17:40:34     25-01-2014

მიშო ტყემალაძის მკვლელი დაკავებული არ არის

a27643.jpg

ნუცუბიძის პლატოს მე-3 მიკრორაიონში მომხდარ მკვლელობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში პირველი კომენტარი გაკეთდა. როგორც "პრესა.ჯი"-ს უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლებმა აცნობეს, 17 წლის მიშო ტყემალაძის მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

შს სამინსიტროში აცხადებენ, რომ დადგენილია დანაშაულში ეჭვმიტანილი პირის ვინაობა და ოპერატიული ღონისძიებები მიმდინარეობს მის დასაკავებლად. ნუცუბიძის პლატოს მე-3 მიკრორაიონში 17 წლის მიშო ტყემალაძე გუშინ ცივი იარაღის გამოყენებით მოკლეს. სისხლიანი გარჩევა 171–ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. მკვლელობას წინ უძღოდა დანებითა და ე.წ. დრინებით შეიარაღებული მოზარდების ჯგუფური ჩხუბი. "პრესა.ჯი" გარდაცვლილის დას ესაუბრა, თუმცა მან მომხდარის შესახებ კომენტარის გაკეთება არ ისურვა. სისხლიანი გარჩევის შესახებ, რომელსაც 17 წლის ბიჭის სიკვდილი მოჰყვა არ საუბრობენ მისი მეგობრებიც. "ბავშვი ჯერ გაციებული არ არის, არ გვინდა ამ თემაზე ლაპარაკი. დავმშვიდდებით და შემდეგ დაწვრილებით მოგიყვებით მომხდარის შესახებ",- უთხრეს "პრესა.ჯი"-ს ტყემალაძის ახლობლებმა.

0

ავტორი: