პლატოზე მოკლული ბიჭის ოჯახისთვის მკვლელობის მიზეზი უცნობია პლატოზე მოკლული ბიჭის ოჯახისთვის მკვლელობის მიზეზი უცნობია />


  15:58:50     25-01-2014

პლატოზე მოკლული ბიჭის ოჯახისთვის მკვლელობის მიზეზი უცნობია

a27642.jpg

ნუცუბიძის პლატოს მე-3 მიკრორაიონში მოკლული 17 წლის მიშო ტყემალაძის ოჯახი მედიის კითხვებს თავს არიდებს. როგორც მოკლულის დამ თათუკა ტყემალაძემ "პრესა.ჯი"-ს უთხრა, მისთვის სისხლიანი გარჩევის დეტალები ცნობილი არ არის. "მიშოს და ვარ ... ჩემთვის არაფერი არ არის ცნობილი. ძალიან გთხოვთ მიშოს სურათები არ დადოთ და არც დაწეროთ რამე"- განუცხადა "პრესა.ჯი"-ს ჟურნალისტს გარდაცვლილის დამ.

მომხდარზე კომენტარის გაკეთებას გაურბიან გარდაცვლილის მეგობრები. მიშო ტყემალაძეს მეზობლები დადებით ახალგაზრდად ახასიათებენ და აცხადებენ, რომ გაუგებარია მკვლელობის მოტივი.

სისხლიანი გარჩევა გუშინ, 24 იავარს 171–ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. მკვლელობას წინ უძღოდა დანებითა და ე.წ. დრინებით შეიარაღებული მოზარდების ჯგუფური ჩხუბი. მკვლელობა სკოლის ეზოსთან, პლატოს მეორე კვარტლის მე-8 კორპუსთან მოხდა, ადგილზე გვიანობამდე სამართალდამცავები მუშაობდნენ. თუმცა კრიმინალური ფაქტის შესახებ შს სამინისტროს ამ დრომდე არანაირი ინფორმაცია არ გაუვრცელებია. დაუდასტურებელი ინფორმაციით, უბედური შემთხვევისას რამოდენიმე ახალგაზრდა დაიჭრა.

0

ავტორი: