21:14:11     24-01-2014
ნუცუბიძის პლატოზე ჩხუბს ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობით დასრულდა ჯგუფური ჩხუბი ნუცუბიძის პლატოს მე-3 მიკრორაიონში. ჩხუბს 17 წლის ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო „აფხაზეთის ხმა" ავრცელებს.
როგორც ირკვევა, მკვლელობას
წინ უძღოდა დანებითა და ე.წ. დრინებით შეიარაღებული მოზარდების ჯგუფური
ჩხუბი, რა დროსაც 17 წლის ბიჭი, სავარაუდოდ, დანისგან მიყენებული ჭრილობით
გარდაიცვალა.
მკვლელობა სკოლის ეზოსთან, პლატოს მეორე კვარტლის მე-8 კორპუსთან მოხდა,
სადაც საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.