17:34:52     24-01-2014
„მოვითხოვ, გაირკვეს ბუხაიძისა და პოლიციის სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელობის როლი გირგვლიანის მკვლელობაში“
![a27638.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a27638.jpg)
დათა ახალაიას ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი სანდრო გირგვლიანის საქმეზე სკანდალური ინფორმაციის გასაჯაროვებას აანონსებს.
ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ბრალეულობა გირგვიალის მკვლელობაში, არ იკვეთება.
„ვერაფერს უხერხებენ გირგვლიანის საქმეს, ახალაიას არაფერი უმტკიცდება და ყალბი მოწმეებით სურთ ფონს გავიდნენ“,- უთხრა ზაქარეიშვილმა „პრესა.ჯი“-ს, პროკურატურის მიერ კუდი-ს ყოფილი უფროსისთვის ახალი ბრალის წარდგენის კომენტირებისას.
ირაკლი ზაქარეიშვილი: "პროკურატურამ მოიფიქრა და ცრუ მოწმეებით და ცრუ დაზარალებულების დაკითხვით ცდილობს რაღაც ახალი ეპიზოდი დაამატოს, რომ გაამყაროს გირგვლიანის საქმეზე ის ბრალდება, რომელიც არის აბსურდული და არ მტკიცდება.
გამოძიება ჩაფლავდა და ახლა ცდილობენ ამ ცრუ ბრალდებებით გაამყარონ ეს კონკრეტული საქმე...".
„პრესა.ჯი“: დათა ახალაისთვის ახალი ბრალის წაყენება გირგვლიანის საქმეს უკავშირდება?
- ვითხოვ პროკურატურისგან, რომ დაადგინონ და განსაზღვრონ გირგვლიანის მეგობრის, ლევან ბუხაიძის და ქალაქის პოლიციის სამმართველოს მაშინდელი ხელმძღვანელობის, მათ შორის ბაღათურიას როლი გირგვლიანის მკვლელობის საქმეში.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საზოგადოებას წინ ელის შოკისმომგვრელი ფაქტები, თუ ფრტალებს არ ამცნობენ საოგადოებას, მე ავიღებ ამას ჩემს თავზე და ვამცნობ საზოგადოებას თუ რა სიყალბეა ამ საქმეში.
- როგორია თქვენი ვერსია, გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით?
- გირგვლიანი მოხვდა ოქროყანაში, ხომ იყო ასე? ის თანამდებობის პირები, რომლებიც მიეცნენ არნიშნულ საქმეზე პასუხისმგებლობაში, რომლებმაც მოიხადეს სასჯელი...
მათი ბრალეულობა მდგომარეობდა იმაში, რომ მათ აიყვანეს ის პიროვნება იქ... გირგვლიანი იმ ხალხს არ მოუკლავს. ეს ჩანს საქმის მასალებითაც.
- მაშინ ვინ მოკლა გირგვლიანი, რა ინფომაცია გაქვთ თქვენ?
- ამ ადამიანებს, გირგვლიანი გაექცათ. ისინი იქიდან წამოვიდნენ. შემდგომ ირკვევა, რომ გირგვლიანი მკვდარია. გვამს ნახულობენ მეორე დრეს, შუადღეს.
მოვითხოვ კატეგორიულად, გაირკვეს გირგვლიანის მეგობრის, ლევან ბუხაიძის და ქალაქის პოლიციის სამმართველოს მაშინდელი ხელმძღვანელობის როლი ამ საქმეში.
თუ ამას არ გააკეთებენ, რა იყო და როგორ მოხდა ეს მკვლელობა, მე ვამცნობ საზოგადოებას.
- თქვენ აცხადებთ რომ გირგვლიანის მკვლელობის კვალი ლევან ბუხაიძისკენ და ქალაქის პოლიციის სამმართველოს მაშინდელი ხელმძღვანელობისკენ მიდის?
- მე ამის თქმის უფლება, როგორც ადვოკატს, არ მაქვს. მე მაქვს ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობა. კიდევ ერთხელ ვაბობ იმას, რისი თქმის უფლება მაქვს: გაირკვეს ბუხაიძისა და ქალაქის პოლიციის სამმართველოს მაშინდელი ხელმძღვანელობის როლი გირგვლიანის მკვლელობაში.
მაშინ, სამმართველოს უფროსი ბაღათურია იყო. მე ხელთ მიჭირავს კონკრეტული მასალები, ჰაერზე არასდროს არაფერს ვამბობ.
არავის არაფერს ვაბრალებ, ვითხოვ იმას, რაც უკვე არაერთხელ გითხარით, თორემ მე თვითონ გავასაჯაროვებ შოკისმომგვრელ მასალებს.
0