იანუკოვიჩის შემდეგ, ევროკავშირთან ასოცირებაზე უარს ილხამ ალიევიც ამბობს იანუკოვიჩის შემდეგ, ევროკავშირთან ასოცირებაზე უარს ილხამ ალიევიც ამბობს />


  15:01:49     24-01-2014

იანუკოვიჩის შემდეგ, ევროკავშირთან ასოცირებაზე უარს ილხამ ალიევიც ამბობს

a27634.jpg

რუსეთი მეზობლების შანტაჟს აგრძელებს. უკრაინის შემდეგ, აზერბაიჯაინი ევროკავშირთან ასოცირებს ხელშეკრეულების გაფორმებას არ აპირებს. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ ქვეყნის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა დავოსში განუცხადა.

ოფიციალური მოსკოვის მიზანია მეზობელი ქვეყნების ევროინტეგრაციის პროცესი დაბლოკოს. მას შემდეგ, რაც რუსეთმა შეძლო უკრაინის პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის საკუთარი ინტერესების სამსახურში ჩაყენება და უარი ათქმევინა მას, უკრაინის ევროპულ მომავალზე, პოლიტოლოგთა ნაწილი აცხადებდა რომ შესაძლოა "შემდეგი გაჩერება აზერბაიჯანი და საქართველო იყვნენ". 

სამწუხაროდ, მათი პროგნოზი ახდა. აზერბაიჯანი ასოცირების პროცესზე უარს ამბობს. რაც შეეხება საქართველოს, ოფიციალური ინფორმაციით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა წლის ბოლომდე უნდა განხორციელდეს. ექსპერტთა ნაწილი არ გამორიცხავს რომ მოსკოვმა საქართველოს ხელისუფლების დაშანტაჟებაც სცადოს.

"მე არ ვგეგმავ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერას და ვფიქრობ რომ აზერბაიჯანსა და ევროკავშირს სჭირდება უფრო მაღალი ფორმები ურთიერთობისა, ვიდრე ეს ასოცირებაა. თვითონ სიტყვა „ასოცირებული“ ჩემთვის მისაღები არაა.  „ასოცირებული წევრი“ - ეს როგორი პარტნიორობაა?!  აქ არ არის მკვეთრი განმარტება.  ნებისმიერ ინტეგრაციის პროცესი უნდა წავიდეს დამატებითი პარამეტრებით", - განაცხადა ილჰამ ალიევმა.  და იქვე დასძინა, რომ თუ იქნება თანამშრომლობის სხვა ფორმა, მაგალითად  სტრატეგიული პარტნიორობა - შემოთავაზებულ წინადადებას განიხილავს.  

როგორ უნდა მოიქცეს ევროკავშირი? პოლიტოლოგთა აზრით, თუ მას რეალურად სურს ხელი არ შეუწყოს პუტინის ოცნებას - როგორმე აღადგინოს მოდერნიზირებული საბჭოთა კავშირი - ევრაზიული კავშირის სახით, მაშინ კიდევ უფრო უნდა გააღრმავოს კავკასიურ სახელმწიფოებთან ურთიერთობა, განსაკუთრებით კი საქართველოსთან, რომელმაც ბოლო ორი არჩევნები სრული დემოკრატიის პირობებში ჩაატარა და სადაც პირველად, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება მოხდა. 

0

ავტორი: