მაიდანსა და გრუშევსკიზე ღამემ შეტაკებების გარეშე ჩაიარა მაიდანსა და გრუშევსკიზე ღამემ შეტაკებების გარეშე ჩაიარა />


  11:47:08     24-01-2014

მაიდანსა და გრუშევსკიზე ღამემ შეტაკებების გარეშე ჩაიარა

a27625.jpg

წუხანდელმა ღამემ მაიდანსა და გრუშევსკის ქუჩაზე, სადაც ათასობით უკრაინელი თავისუფლებისთვის იბრძვის, შეტაკებების გარეშე ჩაიარა. კიევიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აქციის ორივე ეპიცენტრში ამ დროისთვის სიმშვიდეა. ოპოზიციამ და ხელისუფლებამ მცირე კონსესუსს მიაღწიეს, შეთანხმების მიხედვით, პრეზიდენტი იანუკოვიჩი შეწყვეტს ძალის გამოყენებას და გურშევსკის ქუჩაზე დაკავებულ ყველა პირს გაათავისუფლებს. ხოლო მომიტინგეები თავს შეიკავებენ ძალის გამოყენებისგან.

ოპიზიციის ლიდერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ უკრაინის შს მინისტრი ვიტალი ზახარჩენკო და ინუკოვჩი ამის შესახებ საჯარო განცხადებასაც გააკეთებენ. ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა წუხელ გვიანობამდე გაგრძელდა. შეთანხმების მიხედვით, ამ ხნის განმავლობაში მომიტინგეებსა და ძალოვნებს შორის დაპირისპირება არ მომხდარა. რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი ვიტალი ზახარჩენკოს განცხადებაც, შს მინისტრი აცხადებს, რომ მილიცია მომიტინგეებს მაიდანიდან არ განდევნის.

ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ მომიტინგეები დაიშლებიან, მათი დევნა არ განხორციელდება. "გარანტიას ვიძლევი, რომ მილიცია არ გამოიყენებს ძალისმიერ მეთოდებს მაიდანის მომიტინგეებისგან გასათავისუფლებლად", - ნათქვამია შს მინისტრის განცხადებაში. ზახარჩენკომ შს სამინისტროს წარმომადგენლებს მოუწოდა, იყვნენ თავშეკავებულები და მცირე პროვოკაციებზე რეაგირება არ მოახდინონ.

0

ავტორი: