შალვა რამიშვილი მარგველაშვილის "გაპრავებას" ცდილობს (ვიდეო) შალვა რამიშვილი მარგველაშვილის "გაპრავებას" ცდილობს (ვიდეო) /> "/> " />


  13:17:52     23-01-2014

შალვა რამიშვილი მარგველაშვილის "გაპრავებას" ცდილობს (ვიდეო)

a27610.jpg

მარგველაშვილის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, შალვა რამიშვილი, "რუსთავი 2"-თან  საუბრისას დღეს კიდევ ერთხელ შეეცადა საზოგადოების მოტყუებას. 

საქმე ისაა რომ რუსთაველზე მოკლული ზურა ტარყაშვილის დედის განცხადებით, მისი შვილის ერთ-ერთ მკვლელს, მინდია გოგოჭურს წინა ხელისუფლებაში "კუდი" მფარველობდა, ახალ ხელისუფლებაში კი პრეზიდენტი მარგველაშვილი მფარველობს.

გოგოჭური მარგველაშვილის მეგობარი ქალის, მაკა ჩიჩუას სიძეა. მოკლულის მშობლების თქმით, დღეს, პროკურატურა სწორედ ამიტომ არ უყენებს მას მკვლელობის ბრალდებას. თუმცა, გამომძიებლები პირად საუბრებში ადასტურებენ რომ ტარყაშვილი, მათ შორის გოგოჭურმა მოკლა. 

"რუსთავი 2"-თან კომენტარში, თაღლითობისთვის და ფულის გამოძალვისთვის გასამართლებული რამიშვილი ამბობს, რომ აბსურდია მოკლულის დედის განცხადება იმასთან დაკავშირებით თითქოს მარგველაშვილს, მკვლელობის მომენტში, ანუ წინა ხელისუფლების დროს, მაშინ როცა ის "ჯიპას" რექტორი იყო, ვინმეს მფარველობა შეეძლო. თუმცა, ამას ისედაც არავინ ამბობს... 

აღსანიშნავია რომ სატელევიზიო კომენტარში, ისეთმა დაინტერესებულმა პირმაც კი, როგორიც რამიშვილია (ის მინდია გოგოჭურის მეუღლის, მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას მეგობარია), არ უარყო ტარყაშვილის მკვლელობაში გოგოჭურის მონაწილეობა. დღეს, რამიშვილი ამ თემაზე დუმილს ამჯობინებს. არადა, ჯერ კიდევ სამი დღის წინ (მკვლელობის ამსახველი ვიდეო-კადრების გასაჯაროვებამდე), საგაზეთო ინტერვიუში ხმამაღლა აცხადებდა რომ ტარყაშვილის მკვლელობის საქმეზე, "ყველაფერი დადგენილი და გამოძიებულია". ეს მაშინ, როცა საქმე დახურულიც არაა და ძიება გრძელდება მკვლელობაში მონაწილე სხვა პირთა დადგენის მიზნით. 

ტარყაშვილის მშობლები ყველასათვის გასაგებად აცხადებენ: "როცა ზურა მოკლეს, გოგოჭურს კუდი მფარველობდა. მისი ერთ-ერთი ნათესავი კუდის მაღალჩინოსანი იყო. დაიმალა მკვლელობის ამსახველი ვიდეო-კადრები. ჩვენ გოგოჭურის მკვლელობაში მონაწილეობის შესახებ მოგვიანებით, მკვლელობის ამსახველი ვიდეო-კადრების მოპოვების შემდეგ შევიტყვეთ. თუმცა, მკვლელ მინდია გოგოჭურს მფარველი ამ ხელისუფლებაშიც გამოუჩნდა. 

გოგოჭური გიორგი მარგველაშვილის შვილობილის, მაშო ჩიჩუას მეუღლე და მაკა ჩიჩუას სიძეა. ამჯერად მას პრეზიდენტი მფარველობს. მკვლელ გოგოჭურს ხელს აფარებენ. პროკურატურა, იმის გამო რომ მას ახლა მარგველაშვილი მფარველობს, ბრალს არ უყენებს. არადა არსებობს მკვლელობის ამსახველი ვიდეო-კადრები, სადაც გოგოჭურია დაფიქსირებული. ვინც მას იცნობს, ადვილად ამოიცნობს ამ კადრებშიც", - აცხადებენ მოკლულის მშობლები. 

იხილეთ მკვლელობის ამსახველი ვიდეო-კადრები

0

ავტორი: