15:56:46     22-01-2014
უკრაინაში პროცესები უმართავია, დაღუპულთა რაოდენობა იზრდება

უკრაინის ხელისუფლების მიერ მომიტინგეებზე განხორციელებულ ძალადობას უცხოელი თანამეგობრობის ლიდერები გმობენ. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კეტრინ ეშტონი აცხადებს, რომ ძალის გამოყენება და ძალადობა არ არის პოლიტიკურ კრიზისის პასუხი.
"ყველა ძალადობრივი ქმედება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და სასწრაფოდ იქნას გამოძიებული. ყველა პასუხისმგებელი პირი კი გასამართლდეს", - ნათქვამია კეტრინ ეშტონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში სადაც ასევე დაგმობილია ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტი.
უკრაინის ხელისუფლებას და ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდებს. ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი, რომელიც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
"უკიდურესად შეშფოთებული ვარ, უკრაინაში განვითარებული დრამატული მოვლენებითა და რამდენიმე დაღუპულის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით. კატეგორიულად ვგმობ ძალადობას. ძალადობა ვერასოდეს იქნება პოლიტიკური კრიზისის პასუხი", - ნათქვამია ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბოლო ონგორმაციით, ოპოზიციასა და უკრაინის პრეზიდენტს შორის მოლაპარაკეების ზაობა არსებობს და სეხვედრა სავარაუდოდ დღეს საღამოს გაიმართბა.
რაც შეეხება შეტაკებისას დაშავებულთა რაოდენობას, "ლაიფნიუსის" ინფორმაციით, მოქალაქეების უმეტესობა ყუმბარების აფეთქების შედეგად დაშავდა. დაშავებულთა შორის სპეცრაზმელებიც არიან. როგორც სამართალდამცავი ორგანოები იუწყებიან, 84 მათგანი ჰოსპიტალიზებულია. 5 აქტივისტი კი გარდაცვლილი. მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღით.
გრუშევსკის ქუჩაზე შეტაკებების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 200-ს აჭარბებს. ამ დროსიტვის არსებული ინფორმაციით მოვლენათა ეპიცენტრად კვლავ გრუშევსკის ქუჩა რჩება, სადაც მძიმე ტექნიკა გამოჩნდა. ქუჩაზე ასობით ძალოვანია მობილიზებული. აქტივისტები უკან დახევას არ აპირებენ, მთელი ქუჩა ცეცხლის კვამლშია გახვეული.
0