12:17:01     05-02-2011
ევა გრინი ტიმ ბერტონის ახალ ფილმში ჯადოქრის როლს შეასრულებს
ევა გრინი ტიმ ბერტონის ახალ ფილმში „Dark Shadows“ ერთ–ერთ მთავარ როლს შეასრულებს. მსახიობი ითამაშებს ჯადოქარ ანჟელიკას როლს, რომელიც სხვადასხვა პარანორმალური შესაძლებლობებითაა დაჯილდოვებული.
სიუჟეტის მიხედვით, მასსა და ფილმის მთავარ გმირს, ვამპირ ბარნაბას კოლინზს შორის გარკვეული ურთიერთობები ყალიბდება. ანჟელიკა შეყვარებულია ვამპირზე, მაგრამ სისტემატურად კონფლიქტშია მასთან.
ბარნაბასის როლს ჯონი დეპი ასრულებს.ბერტონის ფილმი იგივე სახელწოდების სერიალზეა დაფუძნებული, რომელიც ABC – ზე 1966 წლიდან 1971 წლამდე გადიოდა. ბარნაბას კოლინზი მაყურებელს პირველად ამ სერიალში წარუდგა და მათ შორის დიდი პოპულარობაც მოიპოვა.
0