ფილიპ ლეფორის განმარტება ფილიპ ლეფორის განმარტება />


  17:49:57     21-01-2014

ფილიპ ლეფორის განმარტება

a27568.jpg

ფილიპ ლეფორმა, რომელიც ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეა მის განცხადებასთან დაკავშირებით civil.ge-სთან განმარტება გააკეთა.

მისი თქმით, „არავინ უნდა შეეცადოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ევროკავშირის პოზიციის არასწორ ინტერპრეტაციას“.

„ევროკავშირის პოზიცია ემყარება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და ამაში არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი და არც უნდა შეეცადონ მის არასწორად ინტერპრეტაციას“, – განაცხადა ლეფორმა civil.ge-სთვის მიცემულ სატელეფონო კომენტარში.

შეგახსენებთ, რომ ოსური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე ევროკავშირის მხრიდან, ფილიპ ლეფორმა სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტ, ლეონიდ თიბილოვთან შეხვედრისას განაცხადა რომ ჟენევის დისკუსიაზე მთავარი მიზანი ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიული დოკუმენტის გაფორმებაა.

"ომის რისკი გამორიცხული უნდა იყოს. იმისათვის, რომ ამის გარანტიები მივიღოთ, როგორც ოსური მხარე, ასევე ჩვენ დიდ ძალისხმევას ვდებთ ჟენევის დისკუსიებზე", - ხაგზასმით აღნიშნა ლეფორმა და დასძინება, რომ სამხრეთ ოსეთის სტატუსი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი, რესპუბლიკის ხალხის მიერ დიდი ხანია, განსაზღვრულია. "ამ პოზიციის შეცვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს რეალობაა, რომელთან ერთად ცხოვრება და მუშაობა უნდა ვისწავლოთ",- დასძინა ლეფორმა.

მსგავსი საუბრები და შეხვედრები კი, უკანასკნელ ხანს ძალიან გახშირდა. ექსპერტები სულ უფრო აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოს მთავარი დიპლომატიური უწყება ქმედუუნაროა და საერთაშორისო ფრონტზე სათანადოდ ვერ მუშაობს, რაც შედეგებზეც აისახება. ხელისუფლება, რომელიც ხალხს რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას ჰპირდებოდა, კრემლისათვის სრულიად უინტერესო აღმოჩნდა.

სამაგიეროდ, ამ უკანასკნელს თავისი ინტერესები კავკასიაში აქვს და ევროპასთანაც გაცილებით აქტიურად თანამშრომლობს, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება, რომლისთვისაც პრიორიტეტი არა მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი პრობლემები, არამედ საკუთარი ჩინოვნიკებისათვის კომფორტული გარემოს შექმნაა.

0

ავტორი: