18:31:09     20-01-2014
„პრეზიდენტის ნათესაობა არ უნდა იყოს ხელისშემშლელი ფაქტორი გამოძიებისათვის“
![a27547.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a27547.jpg)
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ლომჯარია რუსთაველზე მოკლული ზურა ტარყაშვილის ოჯახის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც 23 წლის ახალგაზრდა, სხვებთან ერთად, პრეზიდენტის მეგობარი ქალის სიძემ, მინდია გოგოჭურმა მოკლა.
ლომჯარიას თქმით, პრეზიდენტის ნათესაობა არ უნდა იყოს ხელისშემშლელი ფაქტორი გამოძიებისათვის. მისი განცხადებით, პროკურატურა აუცილებლად უნდა დაინტერესდეს მოკლულის ოჯახის განცხადებით.
„პრესა.ჯი“: დღეს გასაჯაროვდა ოჯახის მიერ მოპოვებული მკვლელობის ამსახველი ვიდეო-კადრების ნაწილი. თქვენი აზრით, უნდა ჩაუტარდეს თუ არა, ამ ფირებს ექსპერტიზა?
ნინო ლომჯარია: იმ შემთხვევაში, თუ ვიდე-მასალა ასახავს ამ ახალგაზრდის მკვლელობას და თუ პროკურატურას აქვს ეს მასალა, აუცილებლად უნდა დანიშნოს ექსპერტიზა გამოძიებამ.
- მოკლულის ოჯახი ამბობს რომ ზურა ტარყაშვილი მათ შორის პრეზიდენტ მარგველაშვილის მეგობარი ქალის სიძემ, მინდია გოგოჭურმა მოკლა. თუმცა, პროკურატურას მოკლულის მშობლები, ამ განცხადებასთან დაკავშირებით, არ დაუკითხავს...
- როდესაც არსებობს მოკლულის ოჯახის განცხადება, პროკურატურა აუცილებლად უნდა დაინტერესდეს. უნდა დაიკითხონ ამ განცხადების ავტორები.
პრეზიდენტის ნათესაობა არ უნდა იყოს ხელისშემშლელი ფაქტორი გამოძიებისათვის. თუ ვინმემ ჩაიდინა დანაშაული, მან პასუხი უნდა აგოს.
თუ პრეზიდენტის ნათესავი ფიგურირებს ამ დანაშაულში, გამოძიება მისით აუცილებლად უნდა დაინტერესდეს და შეისწავლოს აღნიშნული საკითხი.
იხილეთ ტარყაშვილის მკვლელობის ამსახველი ვიდეო
0