მარგველაშვილის პრესმდივანს თურქეთში უცნობი ქალი თავს დაესხა (ფოტოები) მარგველაშვილის პრესმდივანს თურქეთში უცნობი ქალი თავს დაესხა (ფოტოები) />


  15:11:53     20-01-2014

მარგველაშვილის პრესმდივანს თურქეთში უცნობი ქალი თავს დაესხა (ფოტოები)

a27536.jpg

თავდასხმა მოხდა საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პრესმდივანზე, სოფო ჯაჯანაშვილზე, თურქეთში ოფიციალური ვიზიტის დროს. ქალაქ ანკარაში, მაშინ როდესაც გიორგი მარგველაშვილისა და თურქეთის პრეზიდენტ აბდულა გიულის შეხვედრა უნდა დაწყებულიყო, ჟურნალისტები და საქართველოს პრეზიდენტის პრესმდივანი მოსაცდელ ოთახში იმყოფებოდნენ, რა დროსაც სოფო ჯაჯანაშვილს თავს ერთ ერთი ქალბატონი დაესხა, წააქცია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სიტუაციის განმუხტვა დაცვის სამსახურის თანამშრომლებსაც გაუჭირდათ. თავდამსხმელი რამდენიმე წუთში გაიყვანეს შემთხვევის ადგილიდან. გთავაზობთ ინციდენტის ამსახველ ფოტორეპორტაჟს.


"პირველი რადიო"

0

ავტორი: