11:00:05     20-01-2014
იმუნიტეტის ასამაღლებელი გემრიელი ნარევი
ეს გემრიელი "წამალი" ბევრმა თქვენგანმა შეიძლება იცის კიდეც. განსაკუთრებით პოპულარულია ორსულებში - ასაკოვანი ექიმები სწორედ ამ ნარევს ურჩევენ მათ :)
ეს ნარევი ორგანიზმს უამრავი საჭირო ვიტამინით, მიკროელემენტით, მინერალით ამარაგებს და მის ბრძოლისუნარიანობას ამაღლებს.
ინგრედიენტები:
ქიშმიში (თეთრიც და შავიც)
200 გ
გარგრის ჩირი
200 გ
შავი ქლიავის ჩირი, უკურკო
200 გ
ნიგოზი
200 გ
თაფლი
200 გ
ლიმონი
1
რეცეპტი ძალიან მარტივია: ყველა ინგრედიენტი, თაფლის გარდა
ხორცსაკეპში უნდა გაატაროთ. შემდეგ თაფლი დაამატოთ და კარგად აურიოთ.
მიიღებთ წებოვან, სქელ, გემრიელ მასას, რომელიც ყოველ დღე 1-2 კოვზი უნდა
მიირთვათ. შეინახეთ მაცივარში.
მთავარი ინგრედიენტების გარდა, ნარევს შეგიძლიათ დაამატოთ ნუში, კედარის კაკალი (განსაკუთრებულად სასარგებლოა), ლეღვის ჩირი.
0