10:57:34     20-01-2014
პელმენები ქოთანში სოკოთი და არაჟნით
პელმენი 500 გ ხახვი 1 სოკო 8-10 ცალი არაჟანი 1-2 ს.კ კარაქი 50 გ მარილი და პილპილი
მზა პელმენები სანახევროდ მოვხარშოთ ჩვეულებრივი წესით. სანამ იხარშება ხახვი ალყა-ალყად დავჭრათ, სოკო კი ფირფიტებად.
ტაფაზე, კარაქში მოვშუშოთ ხახვი და სოკო, დავამატოთ მარილი და პილპილი. სოკოს მიერ გამოყოფილი წვენი ცალკე გადავწუროთ და არაჟანს შევურიოთ.
ქოთანში გადავიტანოთ პელმენები, მოვასხათ არაჟანი, მარილი, პილპილი, ზემოდან დავადოთ სოკო და ხახვი, დავახუროთ თავსახური და 20 წუთით შევდოთ 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
სუფრასთან მივიტანოთ პირდაპირ ქოთნით, ზემოდან კი მწვანილი მოვაყაროთ.
ღუმელიდან გამოღებამდე რამდენიმე წუთით ადრე ყველის მოყრაც შეგვიძლია.
0