კიევში მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს (ვიდეო Live ) კიევში მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს (ვიდეო Live ) />


  23:15:36     19-01-2014

კიევში მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს (ვიდეო Live )

a27523.jpg

news.liga.net - ის ინფორმაციით, ბერკუტის თანამშრომლებმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყეს. მილიციამ ასევე გამოიყენა მანათობელი ხმაურიანი ყუმბარები, რომლის შედეგადაც რამდენიმე მომიტინგე დაშავდა.

მომიტინგეებმა გრუშევსკის ქუჩაზე მილიციის ორი ავტობუსიც დაწვეს. ოპოზიციის ლიდერები მომიტინგეებს მოუწოდებენ შეწყვიტონ ძალადობა, - იუწყება უკრაინული მედია. არსენი იაცენუკისა და ოლეგ ტიაგნიბოკის აზრით, ძალადობა ხელისუფლებას მისცემ საბაბს, რომ მაიდანი მომიტინგეებისგან ძალის გამოყენებით გაწმინდოს.

„ ეს არ შედის ჩვენს გეგმებში. გრუშევსკის ქუჩაზე სამართალდამცველთა კორდონის გარღვევა, რაც მომიტინგეებმა სცადეს, მხოლოდ ხელისუფლებას სჭირდება - რათა გაამართლოს ევრომაიდანის წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები“ - განცხადა იაცენუკმა.

ამავდროულად, news.liga.net -ს ინფორმაციით კიევის მილიციამ დაიწყო გამოძიება მასობრივი არეულობების მოწყობის მუხლით. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხცადებაში აღნიშნულია, რომ „ ვიდეოკამერების საშუალებით გადაღებულია ყველა სამართალდაღვევა და თითოეულ მათგანს მოჰყვება შებამისი სამართლებრივი რეაგირება.

mediamall.ge
0

ავტორი: