მასალა: ხაჭო, პურის ფქვილი, ერბო, მარილი მომზადების წესი: პურის
ფქვილით, მარილით და საფუვრით მოვზილოთ ნაზი ცომი, ამოვაგუნდაოთ, თითოეული
გავაბრტყელოთ, დავადოთ კარგად გაწურული მარილით და ერბოთი შენელებული
ხაჭო, მოვუკრათ პირი, ძალიან ფრთხილად გავაბრტყელოთ გულიდან გარეთ.
დავჩხვლიტოთ წმინდად, რომ შიგნით ჰაერი არ მოიყოლოს. გამოვაცხოთ ტაფაში
უცხიმოდ. გადმოღებისთანავე ორივე მხარე გავპოხოთ ერბოთი.
0