15:10:06     16-01-2014
ნაციონალურ მოძრაობაში ღარიბაშვილის განცხადებას უპასუხეს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ლევან ბეჟაშვილი დავით კეზერაშვილის საქმესთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.
ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, "ხელისუფლებას ბოლო პერიოდის განმავლობაში საკმაოდ მძიმე თემები დაუგროვდა და ხელისუფლება ცდილობს ვითომ სკანდალური თემებით გადაფაროს მთავარი და ძირითადი პოლიტიკური საკითხები ქვეყანაში". ბეჟაშვილის განცხადებით, ის რომ პარტიამ საფრანგეთის სასამართლოს თავდებობის წერილი გაუგზავნა ამაში გასაკვირი არაფერი არ არის, რადგან კეზერაშვილი პარტიის წევრია.
ცნობისთვის, საქართველოს ირაკლი ღარიბაშვილი დღეს მედიაში გამოქვეყნებულ საიდუმლო წერილს გამოეხმაურა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ფრანგულ მხარეს დავით კეზერაშვილის შესახებ წერს.
„ეს კეზერაშვილის შესახებ გუშინდელი სკანდალის გაგრძელებაა და იმის დასტური, რომ თავდაცვის ექს–მინისტრი „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი დამფინანსებელი იყო“- განაცხადა პრემიერმა.
0