რატომ მოიტყუა შალვა რამიშვილმა ტარყაშვილის მკვლელობის საქმის შესახებ, გოგოჭურის სასარგებლოდ? რატომ მოიტყუა შალვა რამიშვილმა ტარყაშვილის მკვლელობის საქმის შესახებ, გოგოჭურის სასარგებლოდ? />


  14:01:01     15-01-2014

რატომ მოიტყუა შალვა რამიშვილმა ტარყაშვილის მკვლელობის საქმის შესახებ, გოგოჭურის სასარგებლოდ?

a27466.jpg

საქართველოს პრეზიდენტის კონსულტანტი, მასობრივი კომუნიკაციების, საზოგადოებასა და პრესასთან ურთიერთობის საკითხებში, შალვა რამიშვილი, გაზეთ „საქართველო და მსოფლიოსთან“ კომენტარში, რუსთაველზე მოკლული ზურა ტარყაშვილის დედის ბრალდებას გამოეხმაურა.

რამიშვილმა განაცხადა რომ ზურა ტარყაშვილის „მკვლელობის საქმეზე ყველაფერი დადგენილი და გარკვეულია“. ეს მაშინ, როცა პროკურატურაში „პრესა.ჯი“-ს დაუდასტურეს რომ ტარყაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიება გრძელდება მკვლელობაში მონაწილე სხვა პირების გამოსავლენად და საქმე დახურული არ არის. იგივეს აცხადებს მოკლულის ოჯახიც.

რატომ იტყუება რამიშვილი? ცხადია, ის ან დილეტანტია იურისპრუდენციაში და არ იცის რომ როცა საქმე დახურული არაა და ძიება გრძელდება, „ყველაფერი დადგენილი და გარკვეული ვერ იქნება“. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმეც დაიხურებოდა.

ან შეგნებულად ცრუობს, როცა ამბობს რომ ტარყაშვილის მკვლელობის საქმეზე „ყველაფერი დადგენილი და გარკვეულია“, რაც კიდევ უფრო ამყარებს ეჭვს, მოკლულის დედის განცხადების რეალურობის შესახებ, რომლის მიხედვითაც, 23 წლის ჩოგბურთელი, მათ შორის პრეზიდენტის შვილობილის, მაშო ჩიჩუას ქმარმა და მეგობარი ქალის, მაკა ჩიჩუას სიძემ, მინდია გოგოჭურმა მოკლა. თუმცა, მარგველაშვილის მფარველობის გამო, მან ინდულგენცია მიიღო.

ოჯახი განმარტავს რომ გოგოჭურის მკვლელობაში მონაწილეობის შესახებ მოგვიანებით შეიტყვეს, როცა ვიდეო-მტკიცებულება მოიპოვეს. მათი თქმით, გამომძიებლები პირად საუბრებში ეთანხმებიან იმ ფაქტს, რომ 23 წლის ტარყაშვილი, რუსიშვილის, აგლაძის, გოგბერაშვილისა და ჯოხაძის გარდა, მინდია გოგოჭურმა მოკლა.

მოკლულის მშობლების განცხადებით, გოგოჭურმა  ტარყაშვილს ერთ-ერთმა პირველმა ესროლა,  რუსთაველზე, მაგთისა და მაღაზია ლუტეციას შორის, მკვლელობის იარაღი დააგდო (რომელიც მოგვიანებით პოლიციამ იპოვა), გზა გადაკვეთა და თბილისი მარიოტისკენ გაიქცა, რაც ვიდეო-კადრებშიც ჩანს, რომელიც რამდენიმე დღეში გავრცელდება.

„პრესა.ჯი“ დაინტერესდა, მოიტყუა თუ არა, რამიშვილმა შეგნებულად, როცა განაცხადა რომ ტარყაშვილის მკვლელობის საქმეზე „ყველაფერი დადგენილი და გარკვეულია“. ამ მიზნით, ჩვენ  რამიშვილს დავუკავშირდით. აღსანიშნავია რომ რამიშვილი, მკვლელობაში დადანაშაულებული გოგოჭურის მეუღლის, მაკა ჩიჩუას შვილისა და პრეზიდენტის შვილობილის, მაჩო ჩიჩუას მეგობარია.

 „პრესა.ჯი“: თქვენი კომენტარი წავიკითხეთ რუსთაველზე მოკლული ზურა ტარყაშვილის მკვლელობის თემაზე... „საქართველო და მსოფლიოსთან“ თქვენ ირწმუნებით, რომ ტარყაშვილის „მკვლელობის საქმეზე ყველაფერი გარკვეული და დადგენილია“, პროკურატურაში კი ოფიციალურად აცხადებენ, რომ ტარყაშვილის საქმის გამოძიება გრძელდება მკვლელობაში მონაწილე სხვა დამნაშავეების გამოვლენის მიზნით და საქმე დახურული არ არის. თქვენ რაზე დაყრდნობით აცხადებთ, რომ ყველაფერი გარკვეულია?

შალვა რამიშვილი: სამწუხაროდ მე არ გავაკეთებ კომენტარს... ამ საკითხთან დაკავშირებით მე თქვენ არ მოგცემთ კომენტარს.

- რატომ?

- იმიტომ რომ თქვენი საიტი, საინფორმაციო საშუალება, გარკვეულწილად ამახინჯებდა და ამახინჯებს ინფორმაციებს.

- შალვა, არადა, თქვენ ამახინჯებთ ფაქტებს. კერძოდ, გაზეთ „საქართველო და მსოფლიო“-სთან თქვენ გააკეთეთ ამ საკითხთან დაკავშირებით ცრუ განცხადება... მოიტყუეთ, როცა თქვით რომ „ყველაფერი დადგენილი და გარკვეულია“... იქნებ თქვენ ამ განცხადებაზე გვესაუბროთ?

- მე როგორც ამ საქმის მცოდნე, პრესასთან ურთიერთობის სპეციალისტი და პრესაში მომუშავე ადამიანი, არ გაძლევთ კომენტარს.

- თქვენ „საქართველო და მსოფლიო“-სთან მოიტყუეთ, რატომ?

- „პრესა.ჯი“-სთან არ ვთანამშრომლობ...

- შალვა, თქვენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ხართ... ეს თქვენი ვალდებულებააა... იცნობთ გოგოჭურს?

- მე „პრესა.ჯი“-ს არ ვაძლევ კომენტარს იმიტომ რომ მის პროფესიონალურ დონეს არ ვენდობი.

- გასაგებია, თქვენ პროფესიონალურად სძალავდით ფულს ბექაურს, არა? თქვენი  ეს პროფესიონალიზმი გვახსოვს ნამდვილად...

- ახლა თქვენ შეურაცხყოფას მაყენებთ...

- სულაც არა. თქვენ ამ საქმეზე გაგასამართლეს, სასამართლომ გაგამტყუნათ და სასჯელიც მოიხადეთ...

- მე მაქვს უფლება არ მოგცეთ კომენტარი...

- თქვენ ხართ პრეზიდენტის კონსულტანტი, მედიასთან ურთიერთობის საკითხებში და მედიის კითხვებს უნდა პასუხობდეთ, მიუხედავად იმისა, მოგწონთ თუ არა, კონკრეტული გამოცემა...

- დიახ, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, არ გაძლევთ კომენტარს“. 

საიას თავმჯდომარის განცხადება ტარყაშვილის მკვლელობის საქმის შესახებ

ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტის განცხადება ტარყაშვილის მკვლელობის საქმის შესახებ

0

ავტორი: