სალათი მანდარინით და ბოლოკით სალათი მანდარინით და ბოლოკით />


  03:29:07     15-01-2014

სალათი მანდარინით და ბოლოკით

a27458.jpg

მასალა:

ერთი კონა ბოლოკი - 150გრ;
ნახევარი ტკბილი ყვითელი ბულგარული წიწაკა;
50 გრ გაყინული ბარდა;
2 მანდარინი;
1 ჩ/კ შაქარი;
1 ს/კ ლიმნის წვენი;
3 ს/კ ზეთი;
მწიკვი მარილი;
ქუნჯუტი სურვილის მიხედვით;

მომზადება:

დაადნეთ ბარდა.
ბოლოკი დაჭერით ბრტყლად და დატოვეთ 7-10 წუთით.
ყვითელი წიწაკა დაჭერით მოგრძო ნაჭრებად.
მანდარინი გავასუფთავოთ და დაანაწევროთ ნაწილებად, მოვაცილოთ თხელი კანიც(შეგიძლიათ არ მოაცილოთ).

ავურიოთ ბოლოკი, ბარდა და წიწაკა.
დავაყაროთ შაქარი, დავუმატოთ ზეთი და ლიმნის წვენი. ამოვურიოთ.
დავუმატოთ მანდარინის ნაჭრები და ავურიოთ.
გავანაწილოთ ლანგრებზე ან სასალათეებზე.
მოვაყაროთ ქუნჯუტი.

გემრიელად მიირთვით! 0

ავტორი: