03:28:20     15-01-2014
ყავის მაფინები ნიგვზით
მასალა:
• კარაქი (ოთახის ტემპერტურის) — 100 გრ;
• 100 მლ ყავა (გნებავთ ხსნადი გნებავთ ნალექიანი);
• შაქარი — 100 გრ + 4 ს/კ კრემისთვის;
• 200 გრ ყველი მასკარპონე;
• 2 კვერცხი;
• 25 გრ წვრილად დჭრილი ნიგოზი + შუაშუაზე გაყოფილი ნიგვზის ლებნები გასაფორმებლად;
• მწიკვი მარილი;
• 100 გრ ფქვილი.
მომზადება:
ამ მასალით გამოდის 6 მაფინი.
კარაქი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის დარბილებული. აირღუმელი გაახურეთ წინასწარ 180 გრადუსზე.
მაფინებისთვის მოამზადეთ ფორმები. თვითოეულ მათგანში ჩააფინეთ ერთჯერადი საკონდიტრო ქაღალდი;
კარაქში აზილეთ შაქარი, მარილი, ფქვილი კარგად. დაუმატეთ 50 მლ მაგარი ყავა, წვრილად დაჭრილი ნიგოზი და კარგად აურიეთ ერთმანეთში.
ცალკე ათქვიფეთ კვერცხის ცილა ჰაეროვან მასამდე და შეურიეთ კარაქიან მასას, ეცადეთ ჰაეროვნება არ დაკარგოს ცომმა.
ეს
მასა გაანწილეთ ფორმებში, ოღონდ გაითვალისწინეთ ცომი ფორმის ნახევარზე
მაღლა უნდა იყოს. შედგით აირღუმელში 20-30 წუთის განმავლობაში.
ამის შემდეგ გამოიღეთ ფორმები ღუმელიდან და აცადეთ შეგრილება.
მასკარპონე ყავის გემოთი რომ გავაკეთოთ დავუმატოთ 50 მლ მზა მაგარი ყავა, კიდევ 4 ს/კ შაქარი,
ავთქვიფოთ მიქსერით და შევდგათ მაცივარში 1 საათით. შემდეგ გამოვიღოთ, ჩავასხათ საკონდიტრო შპრიცში და მოვასხათ ლამაზად მაფინებს.
ზემოდან მოვალაგოთ შუაზე გაყოფილი ნიგვზის ლებნები, მვადუროთ ყავა ან ჩაი და გემრიელად მივირთვთ!
0