16:58:19     14-01-2014
გიორგი ჟორდანია გადადგა - "პროვოკაციას წამოეგნენ კულტურის სამინისტროში"
რამდენიმე წუთის წინ, ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, გიორგი ჟორდანია თანამდებობიდან გადადგა.
თემაზე კულტურის სამინისტროში ამ წუთებში კეთდება კომენტარები. ოპერისა და ბალეტის თეატრის დასი სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გიორგი ჟორდანიას გადადგომას რამდენიმე დღის განმავლობაში ითხოვდა.
მათი ნაწილი, გიორგი ჟორდანიას უნიჭო ხელმძღვანელად მიიჩნევს და სამხატვრო ხელმძღვანელის არჩევითობას ითხოვს. ამ საკითხზე, ბოლო დღეების განმავლობაში კულტურის სამინისტროში რამდენიმე შეხვედრაც გაიმართა. კონსულტაციები შედგა სახელმწიფო კანცელარიაშიც.
დასის წევრებს კულტურის მინისტრმა, გურამ ოდიშარიამაც მოუსმინა. შედეგად კი, სამხატვრო ხელმძღვანელი გადადგა.
თუმცა, სოლისტთა მეორე ნაწილი, ახლა უკვე გიორგი ჟორდანიას გადადგომას აპროტესტებს. მათ, შესაძლოა კულტურის მინისტრის გადადგომა მოითხოვონ. ისინი თვლიან, რომ გიორგი ჟორდანია ინტრიგების მსხვერპლი გახდა. "პროვოკაციას წამოეგნენ კულტურის სამინისტროშიც", - აცხადებენ ჟორდანიას მომხრეები.
0