კანონიერ ქურდ დათო მელქაძის მკვლელობის ამსახველი ვიდეო-კადრები კანონიერ ქურდ დათო მელქაძის მკვლელობის ამსახველი ვიდეო-კადრები />


  15:46:10     14-01-2014

კანონიერ ქურდ დათო მელქაძის მკვლელობის ამსახველი ვიდეო-კადრები

a27441.jpg

რუსეთში, პოდმოსკოვიეში, კრასნოგორსკის რაიონში, მიწისქვეშა ავტოსადგომში საქართველოს მოქალაქე, ე.წ. კანონიერი ქურდი დათო მელქაძე, მეტსახელად "დათო ფოთელი" მოკლეს. იგი კრიმინალური წრეების მიერ სხვა კრიმინალური ავტორიტეტის მკვლელობის გამო იძებნებოდა.

50 წლის "დათო ფოთელზე" თავდასხმა გვიან საღამოს მოხდა, როდესაც ის მაღაზია "ლარუა მერლენის"  სავაჭრო ცენტრიდან მეუღლესთან და შვილებთან ერთად გამოდიოდა. 

პოლიციის განცხადებით, მელქაძეს ორმა პირმა ესროლა. ერთ-ერთმა მათგანმა იარაღი ადგილზე დააგდო, რის შემდეგაც, ორივე თავდამსხმელი მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის მეორე დღეს გარდაიცვალა. 

პოლიციის ცნობით, მას ეძებდნენ სხვა ქუთაისელი ავტორიტეტის, ავთანდილ ჩიხლაძის, მეტსახელად "კვეჟოს" მკვლელობისთვის, რომელიც 1994 წელს მოსკოვში მოკლეს. 

1994 წლის 12 აპრილს, ავთანდიულ ჩიხლაძე მეუღლესთან ერთად საკუთარ ბინაში, ლომონოსოვის პროსპექტზე მოკლეს. მაშინ, მათი მცირეწლოვანი ვაჟი, გურამ ჩიხლაძეც დაიჭრა, მაგრამ გადარჩა. 

წლების შემდეგ, "კვეჟოს"  ვაჟი კანონიერი ქურდი გახდა და მკვლელის ძებნას შეუდგა. ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ მან აუწყა სხვა კრიმინალურ ავტორიტეტებს, რომ მამის მკვლელობაში დათო მელქაძე იყო გარეული. 0

ავტორი: