სალათა " სოკოს მდელო" სალათა " სოკოს მდელო" /> "/> " />


  10:05:30     13-01-2014

სალათა " სოკოს მდელო"

a27411.jpg

ინგრედიენტები: სოკო (მარინადი ან კონსერვი) 12-15 ცალი მწვანე ხახვი 1 კონა კარტოფილი 3 სტაფილო 1 ლორი 200 გ კვერცხი 3 მაიონეზი 1 ქილა მარილი და პილპილი
მოვხარშოთ სტაფილო, კარტოფილი და კვერცხი.

სოკო დავალაგოთ ქუდებით ქვემოთ, ღრმა ჭურჭელში, ერთმანეთთან ახლოს. მოვაყაროთ დაჭრილი მწვანე ხახვი, მოვასხათ მაიონეზის თხელი ფენა, შემდეგ მსხვილად გახეხილი კვერცხი, კვლავ მაიონეზი , დაჭრილი ლორი, ისევ მაიონეზი, შემდეგ გახეხილი სტაფილო, მაიონეზი და ბოლოს გახეხილი კარტოფილი. სალათს მსუბუქად დავაწვეთ და დავტკეპნოთ. მინიმუმ 1 საათი მაცივარში გავაჩეროთ, რათა კარგად შეიკრას ყველა ინგრედიენტი და ფორმა დაიჭიროს.

შემდეგ დავადოთ თეფში და გადმოვაბრუნოთ, ისე რომ ქვედა სოკოს ფენა ზემოთ მოექცეს. სალათი მზადაა!
გემრიელად მიირთვით!

0

ავტორი: