რა განაცხადა მკურნალმა ექიმმა არიელ შარონის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე? რა განაცხადა მკურნალმა ექიმმა არიელ შარონის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე? />


  19:23:17     12-01-2014

რა განაცხადა მკურნალმა ექიმმა არიელ შარონის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე?

a27408.jpg

ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, 85 წლის ასაკში, ისრაელის ლეგენდარული ყოფილი პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი გარდაიცვალა. 

ჯერ კიდევ წინა კვირას, ყოფილი პრემიერის მკურნალმა ექიმმა, პროფესორმა ზეევ როტშტეინმა განაცხადა, რომ შარონის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და მან, შესაძლოა, კრიზისი ვერ გადაიტანოს. 

არიელ შარონი, კომაში 2006 წელს ინფარქტის გადატანის შემდეგ ჩავარდა. 2006 წლიდან ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული.

1948 წლის შემდეგ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ყველა ომში, რომელშიც ისრაელი იყო ჩართული. მას დიდი პატივით, მეუღლის გვერდით დაკრძალავენ. 

ისრაელის ხელისუფლება ამ წუთებშიც იღებს მსოფლიო ლიდერების სამძიმარს, არიალ შარონის გარდაცვალების გამო. ისრაელის ყოფილი პრემიერის გარდაცვალების შესახებ, მწუხარება გამოთქვა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმაც. მან, ისრაელის ხელისუფლებას სამძიმრის წერილი გაუგზავნა. 0

ავტორი: