13:57:21     10-01-2014
ხმალაძე: როგორ შევცვლიდი პოზიციას, როცა არ ვიცი, რა თქვა ღარიბაშვილმა

საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელი, ვახტანგ ხმალაძე მის მიერ ჯერ კიდევ ორი დღის წინ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც კანონიერ ქურდებთან დაკავშირებული მუხლის გადახედვის აუცილებლობაზე საუბრობდა ცვლის და აცხადებს, რომ მსგავსი არაფერი უთქვამს. მეტიც, უმრავლესობის დეპუტატი „პრესა.ჯი“-ს კითხვამ გააღიზიანა.
ვახტანგ ხმალაძე: მე მსგავსი არაფერი მითქვამს, კარგად წაიკითხეთ ჩემო კომენტარი... ნუ ახდენთ სიტყვების ინტერპრეტაციას.
„პრესა.ჯი“: ბატონო ვახტანგ არაერთ საინფორმაციო სააგენტოს აქვს თქვენი განცხადება გაშვებული, სადაც თქვენ აცხადებთ: "სისხლის სამართლის კოდექსის 223/1-ე მუხლში, კანონში ჩადებული ნორმა ე.წ. განსაზღვრულობის პრინციპს ვერ აკმაყოფილებს...
- მე არ მითქვამს, რომ კანონი აუცილებლად უნდა შეიცვალოს...
- რატომ დაიხიეთ უკან, სხვათა შორის დღეს ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე დაინტერესდა, ვინ წამოწია თემა სისხლის სამართლის კოდექსში „კანონიერ ქურდობასთან" დაკავშირებით. პრემიერის განცხადება კრიტიკული იყო...
- მაპატიეთ, პრემიერმა როდის გააკეთა ამაზე განცხადება? მე თბილისში არ ვიმყოფები და არ ვიცი რა განცხადება გააკეთა პრემიერმა. როგორ შევცვლიდი პოზიციას, როცა არ ვიცი რა თქვა ღარიბაშვილმა
- ჩვენი ინფორმაციით, ამ თემაზე თქვენთან საკმაოდ ხმაურიანი საუბარი ჰქონდა პირადად პრემიერს...
- მე არ ვიმყოფები საქართველოში და თქვენ თვითონ დაფიქრდით როდის ვისაუბრებდით ამ თემაზე...
- არის თუ არა, კანონში ხარვეზები?
- კი ვსაუბრობდი
- იქნებ კიდევ ერთხელ გვითხრათ რა არ მოგწონთ?
- არ ვარ თბილისში... ნახვამდის.
ცნობისთვის, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ღარიბაშვილი დაინტერესდა, ვინ წამოწია თემა სისხლის სამართლის კოდექსში „კანონიერ ქურდობასთან" დაკავშირებით ცვლილებების შეტანის შესახებ.
ერთმანეთს შეუთანხდით ხოლმე და მერე გააკეთეთ კანონპროექტის ინიცირება, ვისაც არ ეზარება, კანონპროექტის ცვლილებას აკეთებს"- განაცხადა ღარიბაშვილმა.
0