09:19:19     10-01-2014
აჯაფსანდალი ტაფაზე
ინგრედიენტები:
ბადრიჯანი
4
კარტოფილი
2-3
ტკბილი წიწაკა
2
პამიდორი
4
ტომატ-პასტა
1/2 ს.კ
ხახვი
2-3
ქინძი
1 კონა
კამა
1 კონა
ოხრახუში
1 კონა
ხმელი რეჰანი
1 ს.კ
მარილი და პილპილი
ზეთი შესაწვავად
ბადრიჯანი დავჭრათ პატარა ნაჭრებად და მოვაყაროთ მარილი, 15 წუთში
გავდავავლოთ ცივი წყალი და ზეთში შევწვათ. ამავე ზეთში შევწვათ
კარტოფილიც.
პამიდორი დავმდუღროთ და გავაცალოთ კანი, დავჭრათ,
დავჭყლიტოთ და გადავწუროთ. დაჭყლეტილი მასა ცალკე შევინახოთ, წვენში კი
ავურიოთ მსხვილად დაჭრილი ხახვი და ტკბილი წიწაკა.
როდესაც
კარტოფილს ამოვიღებთ ტაფიდან, ჩავყაროთ ხახვი წიწაკასთან ერთად, 3-4 წუთში
დავუმატოთ დაჭყლეტილი პამიდორი და პამიდვრის პასტა, როდესაც პამიდორი
კარგად დარბილდება, დავაყაროთ ბადრიჯანი, დაკეპილი მწვანილი, წიწაკა, ცოტა
მარილი და კარტოფილი, კარგად ამოვურიოთ, დავახუროთ სახურავი და დავუწიოთ
ცეცხლს. აჯაფსანდალი 3-5 წუთში იქნება მზად.